"ბუნდესლიგაში გამარჯვება ჩვენი მთავარი მიზანია. თავს მორიგი წაფორხილების უფლებას ვერ მივცემთ. გასულ წელს, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ლიდერები ვიყავით, მაგრამ შემდეგ დაღმასვლა დაგვეწყო. ეს აღარ უნდა განმეორდეს.
უტიტულოდ გასული ორი წლის შემდეგ გერმანიის სუპერთასის მოგებამ ჩემპიონატის დაწყების წინ საკუთარ ძალებში თავდაჯერება შეგვმატა. ეს მეტს არაფერს ნიშნავს. მოდით, ამას გადაჭარბებულ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ", - თქვა ბადშტუბერმა.