მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალური ფანების რაოდენობით "ბარსელონას" გაუსწრო

AutoSharing Option
გერმანიის ყველაზე პოპულარულმა კლუბმა, მიუნხენის "ბაიერნმა" იმ გულშემატკივრების რაოდენობით, რომლებიც კლუბის წევრებად არიან დარეგისტრირებულები, "ბარსელონას" გაუსწრო.

ეს მაჩვენებელი ამ დროისთვის 185 ათას ადამიანს ითვლის, მაშინ, როდესაც "ბარსელონას" ოფიციალური ფანების რიცხვი 170 ათასია.

მიუნხენური კლუბი ოფიციალური წევრების რაოდენობით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ლისაბონის "ბენფიკას" ჩამორჩება, რომელსაც 224 ათასი დარეგისტრირებული გულშემატკივარი ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული