მიხაელ ბალაკმა შესაძლოა კარიერა ავსტრალიაში გააგრძელოს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მიხაელ ბალაკმა შესაძლოა კარიერა ავსტრალიაში გააგრძელოს. ამ დროისთვის ფეხბურთელის აგენტი ავსტრალიის ლიგის კლუბთან, "ვესტერნ სიდნეი უონდერერსთან" აწარმოებს მოლაპარაკებას.

თვითონ ბალაკს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, უნდა თუ არა ავსტრალიაში თამაში. შეგახსენებთ, რომ მოთამაშე ბოლოს ლევერკუზენის "ბაიერში" თამაშობდა.

ბალაკი ავსტრალიის ლიგის გუნდებისთვის მესამე ხმაურიანი შენაძენი შეიძლება გახდეს. ზაფხულში ალესანდრო დელ პიერო "სიდნეიში" გადავიდა, ემილ ჰესკიმ კი "ნიუკასლ ჯეთში" გააძლიერა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული