მიხაელ ბალაკის ფეხბურთი წელს მორჩა!

AutoSharing Option

მიხაელ ბალაკისთვის ექვსკვირიანი იძულებითი პაუზაც შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო და ახლა ირკვევა, რომ გერმანიის ნაკრების კაპიტანს უფრო დიდხანს მოუწევს ლაზარეთში ყოფნა. საქმე იმაშია, რომ მიხაელს ტრავმა გაუმიზეზდა და ორ კვირაში ფეხზე ნაღდად ვერ დადგება. მეტიც: ბალაკი ფეხბურთს წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

ეს ინფორმაცია გუშინ "ლევერკუზენის" ექიმებმა გაავრცელეს. მათი დიაგნოზით, ბალაკს მკურნალობა კიდევ მინიმუმ ექვსი კვირის მანძილზე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიხაელისთვის ბუნდესლიგის პირველი წრე უკვე დასრულებულია.
"ეს ნამდვილი კატასტროფაა, მაგრამ რას ვიზამთ, რეალობას უნდა შევეგუოთ. იმედი მაქვს, რომ მიხაელი მეორე

წრეში მაინც იქნება სათანადო ფორმაში. აგვისტოს ბოლოს ექიმები ამბობდნენ, რომ ბალაკი მხოლოდ თვენახევარი დაისვენებდა, ერთი თვე გავიდა და მორიგმა შემოწმებაც ცხადყო, რომ კიდევ თვენახევარი უნდა იმკურნალოს," - დანანებით ამბობს "ფარმაცევტების" დამრიგებელი იუპ ჰაინკესი.

შესაბამისად, დიდი ხნით გადაიდო ბალაკის გერმანიის ნაკრებში დაბრუნებაც. მიხაელს ბუნდესგუნდის ფორმა წესით 17 ნოემბერს, შვედეთთან ამხანაგურ შეხვედრაში უნდა მოერგო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ეს ასი პროცენტით გამორიცხულია. 2011 წელს კი, ბუნდესგუნდს პირველი მატჩები მარტში უწევს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული