მუსიკოსებს ხელფასები გაუყინეს!

AutoSharing Option

ბრემენის "ვერდერი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში შვიდი ტურის შემდეგ 8 ქულით მე-13 ადგილზეა, რაც ამ გუნდის ამბიციებს არ შეეფერება და როგორც ჩანს, გუნდის შეფ კლაუს ალოფსს წარუმატებლობები ყელში იმდენად ამოუვიდა, რომ გადაწყვიტა, უმკაცრესი ზომები მიიღოს. "კიკერმა" გაარკვია, რომ "ვერდერის" ფეხბურთელებს ხელფასები გაუნახევრდებათ და თანაც, ანგარიშები გაეყინებათ!

ალოფსს ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ არც ის უთქვამს, რომ ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. მან უბრალოდ კომენტარი არ გააკეთა. ამასობაში კი უკვე მთელი გერმანული მედია იტყობინება, რომ "კიკერის" ინფორმაცია სიმართლეა. ჩვენი გერმანელი კოლეგები

იმასაც წერენ, რომ ალოფსმა ფეხბურთელებს მოსალოდნელი სანქციების შესახებ "ჰანოვერთან" წაგების (1:4) შემდეგ აცნობა. ახლა კი გაირკვა, რომ ბრემენელმა მოთამაშეებმა სექტემბრის ხელფასის მხოლოდ ნახევარი მიიღეს, დანარჩენი კი გაეყინათ.

გერმანიის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლუბს არ აქვს იმის უფლება, რომ მოთამაშეებს ხელფასები გაუყინოს ან არ გადაუხადოს იმ მიზეზით, რომ ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე არ იხარჯებიან. ასე რომ, თუ "ვერდერი" მოთამაშეებს ჯამაგირს არ გადაუხდის, ფეხბურთელებს კონტრაქტების გაწყვეტა და გუნდის უფასოდ დატოვება შეუძლიათ, მაგრამ "ვერდერში" ამას ჯერჯერობით არავინ აპირებს - ბრემენული კლუბის ფეხბურთელები დუმან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული