"შალკე": ლუის ჰოლტბი "ტოტენჰემში" იანვარში ვერ გადავა

AutoSharing Option
"შალკეს" 22 წლის ნახევარმცველი ლუის ჰოლტბი ზაფხულიდან "ტოტენჰემში" ითამაშებს, თუმცა ლონდონურ კლუბს მისი შეძენა ახლავე სურდა, მაგრამ გერმანელებისგან ცივი უარი მიიღო.

"ტოტენჰემმა" სეზონის ბოლომდე დაკარგა ბრაზილიელი ნახევარმცველი სანდრო. ამის მერე ანდრე ვილაშ ბოაშმა ჰოლტბის ყიდვა იანვარშივე სცადა.

"ტოტენჰემმა" გააუმჯობესა შეთავაზება ჰოლტბის თაობაზე, მაგრამ სულ ოდნავ, ეს კი არასაკმარისია. ჰოლტბიმ შესანიშნავად ითამაშა "ჰანოვერთან". კარგი იქნება, თუ ის სეზონის ბოლომდე გელზენკირხენში დარჩება", - განაცხადა გერმანული კლუბის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლტბი გასულ წლამდე გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყო.

ასევე იხილეთ:
"ტოტენჰემმა" გერმანიის ახალგაზრდული
ნაკრების კაპიტანი იყიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული