ბასტიან შვაინშტაიგერი გერმანიის ნაკრებს ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-20 ტურის მატჩში, რომელშიც "ბაიერნმა" "მაინცს" 3:0 მოუგო, ტრავმა მიიღო რეკორდმაისტერის ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა.

ბუნდესგუნდის 28 წლის ვიცე-კაპიტანი ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთთან ამხანაგურ თამაშში დააკლდება, რომელიც 6 თებერვალს "სტად დე ფრანსზე" გაიმართება. შვაინშტაიგერმა ტრავმა მე-2 ტაიმში მიიღო, თუმცა მატჩის ჩამთავრება მან შეძლო.

ექიმებმა მას ტერფის დაზიანება დაუდგინეს და რამდენიმე-დღიანი დასვენება გამოუწერეს.

ასევე იხილეთ:
გერმანიის ნაკრები: იოახიმ ლიოვმა ბუნდესგუნდი დარაზმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული