გერმანიის ნაკრები: იოახიმ ლიოვმა ბუნდესგუნდი დარაზმა

AutoSharing Option
ოთხშაბათს პარიზში ძალიან საინტერესო ამხანაგური მატჩი უნდა შედგეს:

საფრანგეთის ნაკრები გერმანიას უმასპინძლებს. ფრანგების თავკაც დიდიე დეშამის განაცხადი უკვე გაგაცანით, დღეს კი გერმანიის ნაკრების შემადგენლობას გაეცნობით, რომელიც ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა 1 თებერვალს დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ იოგის სიურპრიზები არ შემოუთავაზებია.

სიახლეა ის, რომ გერმანიის ნაკრებში მარიო გომესი ბრუნდება, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგ ბუნდესგუნდის ფორმას პირველად მოირგებს. ლიოვის თქმით, საფრანგეთთან გერმანიის ნაკრების კარს ჰამბურგელი რენე ადლერი დაიცავს, თუმცა იოგიმ იქვე დასძინა, ეს მანუელ ნოიერის დეგრადაციას არ ნიშნავს - პირველი ნომერი კვლავაც მანუა, ადლერმა კი
უბრალოდ შანსის მიღება დაიმსახურაო.

ბუნდესგუნდში ისევ არაა გამოძახებული ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი შტეფან კისლინგი, მაგრამ ლიოვმა აღნიშნა, მომდევნო მატჩისთვის (ყაზახეთთან) შტეფანს აუცილებლად გამოვიძახებო.

მეკარეები: რენე ადლერი (ჰამბურგი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი)

მცველები: ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი (ბორუსია /დ/), ფილიპ ლამი (ბაიერნი), პერ მერტეზაკერი (არსენალი), მარსელ შმელცერი (ბორუსია /დ/), ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი).

ნახევარმცველები: ლარს ბენდერი (ლევერკუზენი), იულიან დრაქსლერი (შალკე), მარიო გიოტცე, ილქაი გიუნდოგანი (ორივე ბორუსია /დ/), სამი ხედირა (რეალი), ტონი კროოსი, თომას მიულერი (ორივე ბაიერნი), მესუთ იოზილი (რეალი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), მარკო როისი (ბორუსია /დ/), ანდრე შიურლე (ლევერკუზენი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი).

თავდამსხმელები: მარიო გომესი (ბაიერნი), მიროსლავ კლოზე (ლაციო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საფრანგეთის ნაკრები: დეშამმა ვარანს უხმო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული