დემიკელისი: ეს პრობლემაა!

AutoSharing Option
მარტინ დემიკელისი წლების მანძილზე მიუნხენის „ბაიერნის“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, ახლა კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არგენტინელ მცველს ზამთარში რეკორდმაისტერის დატოვება მოუწევს. თვითონ ფეხბურთელი ძალიან მძიმე ვითარებაზე (მასსა და მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს შორის) საუბრობს და არ მალავს, რომ „ბაიერნიდან“ წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.

დანიელ ვან ბუიტენის დაშავების შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში წესით მას უნდა ეთამაშა, მაგრამ ვან გაალმა, რომელიც დემიკელისზე აგვისტოდანაა გაბრაზებული, სასტარტოში ნომინალური საყრდენი ნახევარმცველი ანატოლი ტიმოშჩუკი დაცვაში დააყენა, დემიკელისი კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. და როცა ჩვენმა გერმანელმა
კოლეგებმა ვან გაალს ჰკითხეს, რატომ ათამაშეთ ტიმოშჩუკი დაცვაშიო, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა უპასუხა, სხვა ალტერნატივა არ მქონდაო. „მარტინ დემიკელისი ცენტრალური მცველია, მაგრამ ამ ეტაპზე თავის საქმეს არცისე კარგად აკეთებს,“ - დასძინა ვან გაალმა.

მიმომხილველთა ვარაუდით, ვან გაალი დემიკელისს აღარ ენდობა. ამიტომაცაა, რომ ლუისმა მარტინს საყრდენი ტიმოშჩუკი ამჯობინა. თვითონ მარტინი ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ვან გაალთან სერიოზული პრობლემები აქვს და რომ წასვლაზე ფიქრობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული