მართალია, აქამდე 22 წლის ვან დერ ვილისადმი ინტერესი "რეალმა", "ბარსელონამ", "იუვენტუსმა", "ინტერმა", "მანჩესტერ სიტიმ" და "არსენალმაც" გამოხატეს, მაგრამ ჰოლანდიური "ტელეგრაფის" ცნობით, გერმანელებმა "აიაქსს" ყველაზე რეალური წინადადებით მიმართეს და სასურველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 14 მილიონი ევრო შესთავაზეს.
"ბაიერნი" ჩინებული კლუბია, მაგრამ მე და გრეგორის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ბოლომდე არც "აიაქსის" პოზიციაა ცნობილი", - აცხადებს ვან დერ ვილის აგენტი ჰაკიმ სლიმანი.