"მთელმა გუნდმა ჩემის ჩათვლით კარგი თამაში აჩვენა. ეს ძალიან მახარებს, რადგან დიდი ხანია არ მითამაშია.
ოთხი გოლი - ეს უბრალოდ შესანიშნავია. ტემპს არ ვაგდებთ და ჩვეული გზით მივდივართ. მგონი, ჩემპიონობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ტიტული პრაქტიკულად ჯიბეში გვაქვს, მაგრამ კიდევ ორი დარჩა.
იმედი მაქვს, რომ ფრანკფურტში ბოლოს და ბოლოს ყველაფერს დავასრულებთ. უმაღლესი დონის გუნდი გვყავს. იმედია, ამ სეზონში ბევრ ტიტულს მოვიგებთ", -
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდელისგის გარდა ტიტულებისთვის ბრძოლას ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასზეც აგრძელებს.
Video
30.03.13. ბაიერნი - ჰამბურგი 9:2
30.03.13. ბაიერნი - ჰამბურგი 9:2
მომზადებულია fcbayern.telekom.de-ს მიხედვით