მარიო გიოტცეზე ლონდონის "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" ნადირობენ

AutoSharing Option
დორტმუნდის" ბორუსიას" ნახევარმცველი მარიო გიოტცე შესაძლოა, ინგლისურ პრემიერლიგაში გადაბარგდეს.

მასზე პრეტენზიას "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" აცხადებენ. "სიტის" დირექტორს, ჩიკი ბეგირისტაინს "დორტმუნდიდან" გიოტცეს გარდა, მატს ჰუმელსი და ნევენ სუბოტიჩი აინტერესებს.

გიოტცეს გადაბირება არსენ ვენგერსაც ძალიან სურს, მაგრამ გერმანელის გამოსასყიდი ფასი - 40 მილიონი ევრო გვაფიქრებინებს, რომ ფავორიტი "სიტია".

სხვათა შორის, ინგლისური პრესა წერს, რომ 20 წლის ნახევარმცველისთვის ბრძოლას ჩამოშორდა სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედი".

ასევე იხილეთ:
მარიო გიოტცე: მინდა "გერმანელი კრიშტიანო რონალდო" ვიყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული