მასზე პრეტენზიას "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" აცხადებენ. "სიტის" დირექტორს, ჩიკი ბეგირისტაინს "დორტმუნდიდან" გიოტცეს გარდა, მატს ჰუმელსი და ნევენ სუბოტიჩი აინტერესებს.
გიოტცეს გადაბირება არსენ ვენგერსაც ძალიან სურს, მაგრამ გერმანელის გამოსასყიდი ფასი - 40 მილიონი ევრო გვაფიქრებინებს, რომ ფავორიტი "სიტია".
სხვათა შორის, ინგლისური პრესა წერს, რომ 20 წლის ნახევარმცველისთვის ბრძოლას ჩამოშორდა სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედი".
ასევე იხილეთ:
მარიო გიოტცე: მინდა "გერმანელი კრიშტიანო რონალდო" ვიყო