არიენ რობენი: სეზონის დასაწყისში ჩემი მიმართულებით სტვენა არ დამვიწყებია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა სეზონის დასრულების შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" სეზონი ტრიპლეტით დაასრულა - ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის ჩემპიონატი და გერმანიის თასი მოიგო.

"ეს უბრალოდ შესანიშნავი მიღწევაა. არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს. ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ.

ეს იყო კიდევ ერთი ფინალი და ტრიპლეტი იუპ ჰაინკესისთვის. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ვფიქრობთ, ეს დავიმსახურეთ.

ბოლომდე ვიხარჯებოდი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ სეზონის დასაწყისში ჩემი მიმართულებით სტვენა არ დამავიწყებია",
- თქვა რობენმა.

მომზადებულია fcbayern.telekom.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინმემ თუ უყურეთ რუსთავი ორზე ფინალს ობოლაძე გზა და გზა კბენდა ჩელსის!!
იმიტომ რომ მანჩესტერის ფანია და ვერ იტანს ჩელსის, სარჩულს უკერავენ ვითომ ჩელსიმ იღბალით მოიგო ლიგა ! მანჩესტერმა 1999 წელს რომ მოიგო მაგაზე დიდი იღბალი რა გინდა! ჩელსიმ და ლივერპულმა მაინც იბრძოლეს და ტაქტიკური მიდგომით შედეგს მიაღწიეს ,ამათმა კი ბოლო წუთებზე ფეხები გაწიეს და ეგრე მოიგეს! 2008 წელს ჩელსისთანაც ტერიმ გამაზა თორე თასი ჩვენი იყო მოკლედ მანჩესტერი ყველაზე იღბლიანი გუნდია ინგლისურ გუნდებს შორის ისტორიას თუ გადავხედავთ!!
ოთო
16:17 02-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული