მიუნხენის "ბაიერნი" იუპ ჰაინკესს ისევ სთავაზობს სამუშაოს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ იუპ ჰაინკესისთვის კლუბის კარი ისევ ღიაა.

გერმანული პრესის ინფორმაციით, "ბაიერნი" მზადაა, კვლავ შესთავაზოს ჰაინკესს კლუბში სამუშაო, ადმინისტრაციულ ფლანგზე.

სხვათა შორის, რუმენიგემ იგივე ჰაინკესს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენციის შემდეგ პირადად უთხრა.

"მან დაიმსახურა შვებულება, მაგრამ როცა კარგად დაისვენებს, შეუძლია, უკან დაბრუნდეს. იუპ ჰაინკესს "ბაიერნში" კარტ-ბლანში აქვს".

ასევე იხილეთ:
"ბაიერნი": იუპი მიდის, კითხვის ნიშანი რჩება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული