ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ 27 წლის გომესი მაინც იტალიაში აღმოჩნდება, თუმცა მისი ხელში ჩაგდების ფავორიტი "ნაპოლი" აღარ არის. "კიკერის" ინფორმაციით, გომესისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ახლა "იუვენტუსიც" ჩაება...
აქამდე გომესით სერიოზულად "ნაპოლი" და "ფიორენტინა" იყვნენ დაინტერესებულები, ახლა კი მარიოს გადაბირებისთვის "იუვეც" იბრძვის. ფეხბურთელის მრჩეველი ული ფებერი კი ამბობს, სავარაუდოდ, უახლოეს 8-10 დღეში
გომესს კი "ბაიერნში" ჩატარებულ 174 მატჩში 113 გოლი აქვს გატანილი, რაც მის შესაძლებლობებზე ნათლად მეტყველებს.
გერმანიის ნაკრებში მის ანგარიშზე 58 მატჩი და 25 გოლია. გომესი "ბაიერნში" 2009 წელს "შტუტგარტიდან" გადაბარგდა და მაშინ ბავარიელებმა მის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა, 35 მილიონი ევრო გადაიხადეს. ახლა კი ფაქტია, რომ "ბაიერნი" მას გაცილებით იაფადაც დათმობს. "ბილდი" წერდა, რაკი მიუნხენური გრანდი ლევანდოვსკის ვეღარ ყიდულობს, შესაძლოა, გომესი დაიტოვოსო, მაგრამ "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა "კიკერს" უთხრა, რომ მარიოს მდგომარეობა არც ხოსეპ გვარდიოლას მისვლის შემდეგ შეიცვლება და რომ მიუნხენელები ლევანდოვსკისა და გომესის საკითხებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავენ.
უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ზამერმა დაადასტურა, რომ ლევანდოვსკის ტრანსფერის ჩაშლა ავტომატურად გომესის შენარჩუნებას არ ნიშნავს.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, გვარდიოლა მარიო მანჯუკიჩთან ერთად კლაუდიო პისაროსაც იტოვებს და ცენტრფორვარდის პოზიციაზე "დორტმუნდიდან" ნაყიდ მარიო გიოტცესაც მოიაზრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პეპს გომესი არ სჭირდება.
პეპის პირველი სურვილი მატიოა?
"ბაიერნის" ხელმძღვანელების მთავარი საფიქრალი, კადრების კუთხით, ახლა დაცვის გაძლიერებაზე ზრუნვაა. ეს მას მერე გახდა აქტუალური საკითხი, რაც გაირკვა, რომ ჰოლგერ ბადშტუბერი "ბაიერნს" კიდევ დიდხანს ვერ დაეხმარება. "კიკერის" ცნობით, ერთ-ერთი კანდიდატი "ვალენსიას" უკანახაზელი ჟერემი მატიოა. 29 წლის მარცხენა მცველს დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში და "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, რაც გერმანელებს ესპანელებთან მოლაპარაკებებს გაუადვილებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალი" გონსალო იგუაინის შემცვლელად მარიო გომესს მიიჩნევს