კორნეტკა "შალკეს" ვიდეოანალიტიკოსია, რომელსაც გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და "ბაიერნმა" გადაიბირა. ის "შალკეს" მატჩებს ვიდეოკამერით იღებდა, ვიდეოანალიზს იმავე მატჩის შესვენებაზე აკეთებდა და მწვრთნელს გასახდელშივე აწვდიდა. ცხადია, მატჩის შემდეგ მისი ფუნქცია შეხვედრის დეტალური ანალიზი გახლდათ.
კორნეტკა "შალკეში" 2011 წელს, "ჰოფენჰაიმიდან" გადავიდა, "ბაიერნში" გადასვლა კი მისთვის მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია. აღსანიშნავია,
ზამერი: რობენი რჩება!
აქვე გეტყვით, რომ თუკი მარიო გომესისა (ახლა უკვე მადრიდის "ატლეტიკოც" დაინტერესდა) და რაფინიას "ბაიერნიდან" წასვლა რეალურია, არიენ რობენი ნაღდად მიუნხენში დარჩება. ამის შესახებ რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა ისაუბრა:
"პრესაში ბევრი რამ იწერება, სიმართლე კი ისაა, რომ რობენს ჩვენთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს და ჩვენ მის გაშვებას ნამდვილად არ ვგეგმავთ," - უთხრა ზამერმა ჩვენს ჰოლანდიელ კოლეგებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბაიერნი": იუპი მიდის, კითხვის ნიშანი რჩება