პეპ გვარდიოლას პირველ ვარჯიშზე დასასწრებად "ბაიერნში" ფანებს 5 ევროს გადახდა მოუწევთ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით პირველ ვარჯიშს "ალიანს არენაზე" 26 ივნისს ჩაატარებს.

წინა დღეებში სტადიონზე ბილეთები გაიყიდება, რომელთა ფასიც 5 ევრო იქნება.

კლუბის ხელმძღვანელობა მხოლოდ 25 ათასი ბილეთის დაბეჭდვას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით, "ბაიერნმა" ყველა ტიტული მოიგო, სადაც ითამაშა, თუმცა ჰაინკესს ხოსეპ გვარდიოლა შეცვლის.

ასევე იხილეთ:
როგორ დაინიშნა პეპ გვარდიოლა მიუნხენის "ბაიერნში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული