ოტმარ ჰიტცფელდი: პეპ გვარდიოლას შეუძლია, იუპ ჰაინკესზე მეტი ტიტული მოიგოს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა თავკაცმა ოტმარ ჰიტცფელდმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად უყურებს ხოსეპ გვარდიოლას შანსებს გერმანულ კლუბში.

მისი აზრით, პეპს კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე ეს იუპ ჰაინკესმა შეძლო. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჰაინკესის "ბაიერნმა" ჰეთ თრიკი შეასრულა: მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა.

"გვარდიოლას ამაზე მეტის მოგების შანსი აქვს, არ დაგავიწყდეთ, რომ გველის საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატიც, სადაც "ბაიერნიც" იასპაზებს. პეპი ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ძალიან გამოცდილია. "ბაიერნმა" მას ყველაფერი მისცა წარმატებისთვის, ეკონომიკური სიძლიერე და ტოპ-ფეხბურთელები. მსოფლიოს არც ერთ კლუბს არ
შეუძლია ასეთი რამის შეთავაზება მწვრთნელისთვის"
.

ასევე იხილეთ:
მიუნხენი დიდი აფეთქების მოლოდინში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული