Bild: დორტმუნდის "ბორუსია" ჰენრიხ მხითარიანში 30 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსია" მზადაა დონეცკის "შახტართან", სომხეთის ნაკრების ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყოს.

როგორც "ბილდი" ამტკიცებს, ჩემპიონთა ლიგის 2012/13 წლების გათამაშების ფინალისტები 24 წლის ჰავბეკში 30 მლნ ევროს გადახდას თანხმდებიან.

აღსანიშნავია, რომ მხითარიანის თაობაზე უკრაინულ გრანდთან მოლაპარაკებებს უკვე მართავს "ლივერპული" და თუ პრესას დავუჯერებთ, მის დასრულებას ბევრიც აღარაფერი უკლია.

თუმცა, "ბორუსიას" გამოჩენამ შესაძლოა ეს გარიგება ჩაშალოს, რადგან გერმანული კლუბი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს, "ლივერპული" კი ევროთასების მიღმაა დარჩენილი.

გასულ სეზონში მხითარიანმა უკრაინის ჩემპიონატის 29 მატჩში 25 გოლი გაიტანა, ლიგის საუკეთესო
ბომბარდირი გახდა და ტუნრირის ახალი რეკორდი დაამყარა.

ასევე იხილეთ:
"ლივერპული" 24 წლის სომეხ ვარსკვლავში 30 მილიონ ევროს იხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული