იტალიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ბრემენშია

AutoSharing Option
იტალიის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ლუკა კალდიროლა ბრემენშია!

ახალგაზრდა მცველმა "ვერდერში" სამედიცინო შემოწმება გაიარა. მან ბრემენულ კლუბში სოკრატის პაპასტატოპულოსი უნდა შეცვალოს - როგორც იცით, ბერძენი მცველი დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდა. "მუსიკოსებს" გუნდის გაძლიერება თავდასხმაშიც სურთ: 21 წლის მაცეი ვიდრა საბოლოოდ გამოირიცხა, 24 წლის ალფრედ ფინბოგასონზე ჯერ კიდევ ფიქრობენ, ახალი კანდიდატი კი 28 წლის ლუკას ბარიოსი გახლავთ, რომელიც "დორტმუნდიდან" გეხსომებათ.

ამრიგად, "ვერდერმა" სოკრატისის წასვლით შექმნილი სიცარიელე კალდიროლას ტრანსფერით შეავსო - იტალიელმა "ვერდერთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 1.89 მეტრი სიმაღლის ცენტრალური მცველი "მუსიკოსებს" 2,5 მილიონი
ევრო დაუჯდათ. "ვერდერმა" მილანის "ინტერისგან" კალდიროლას სატრანსფერო უფლებების 100 პროცენტი მიიღო. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველი ბოლოს "ჩეზენასა" და "ბრეშიაში" იყო განათხოვრებული.

სამაგიეროდ, "ვერდერმა" შეთანხმებას ვერ მიაღწია სხვა იტალიურ კლუბთან: მაცეი ვიდრას ტრანსფერი, რომელიც "უდინეზეს" საკუთრებაა, ჩაიშალა. საქმე იმაშია, რომ "უდინეზეს" ჩეხეთის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის განათხოვრება მხოლოდ ინგლისში სურს. ვიდრა იჯარით ბოლოს "უოტფორდში" თამაშობდა, სადაც 22 გოლის გატანა მოახერხა.

ბარიოსისთვის ბრძოლა გრძელდება
"ვერდერის" ბოსი თომას აიხინი ახლა მთლიანად ლუკას ბარიოსზე გადაერთო და პარალელურად, ისლანდიელი წინახაზელის, ალფრედ ფინბოგასონის ტრანსფერზეც მუშაობს. ამ უკანასკნელმა "ჰერენვენში" 31 შეხვედრაში 24 გოლის გატანა მოახერხა და ხსენებულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.

რაც შეეხება დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილ გოლეადორ ბარიოსს: მისი მრჩევლის, ჯაკომო პეტრალიტოს თქმით, ბარიოსს "გუანჯოუს" დატოვება უფასოდ შეუძლია. ისიც აღსანიშნავია, რომ ბარიოსს ჩინეთში ძალიან მაღალი ხელფასი აქვს - წელიწადში 5.5 მილიონ ევროს უხდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დიდი ერის დასასრული: შააფი გაუშვეს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული