მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა ფილიპ ლამმა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელზე ხოსეპ გვარდიოლაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა და განაცხადა, რომ "ბაიერნი" უფრო მეტი ტიტულის მოგებას გეგმავს, ვიდრე გასულ სეზონში.
"გვარდიოლა ძალიან სასიამოვნო პიროვენბაა. ყველას შეუძლია გუნდიდან მას დაელაპარაკოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ენერგიით სავსეა და მას კონკრეტულად აქვს გააზრებული, რომ გუნდმა დაცვასა და შეტევაში უნდა ითამაშოს.
ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ უახლოესს წლებში წარმატებით გამოვიდეთ. მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ. გამარჯვებები კვლავ გვწყურია და უფრო მეტი ტიტულის მოგებას ვგეგმავთ", - თქვა ლამმა.
მომზადებულია fcbayern.telekom.de-ს მიხედვით
16:02 06-07-2013
ფილიპ ლამი: უფრო მეტი ტიტულის მოგებას ვაპირებთ, ვიდრე გასულ სეზონში
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული