ფიოლერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს დაუდასტურა, რომ გერმანიის ჩემპიონატის დაწყებამდე "ლევერკუზენი" ტრანსფერების კუთხით აუცილებლად გააქტიურდება. მისი თქმით, "ბაიერს" ერთი ახალი მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელიც სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ჰიიპიამ ფიოლერს, პირველ რიგში, სწორედ თავდასხმაში გაძლიერება მოსთხოვა:
"სათადარიგოთა სკამი, ფაქტობრივად, არ გვაქვს! ამის წარმოდგენაც კი
ამჟამად "ლევერკუზენს", კისლინგის გარდა, ერთადერთი ცენტრფორვარდი ჰყავს - 19 წლის არკადიუშ მილიკი, რომელიც ძალიან გამოუცდელია და ფაქტია, რომ ჰიიპია მას არ ენდობა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ლევერკუზენი" ისეთ თავდამსხმელს ეძებს, რომელსაც გამოცდილებაც ექნება და არც მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშს მოითხოვს. ასეთი გერმანულ ბაზარზე კლაუდიო პისარო გახლდათ, მაგრამ ვეტერანმა პერუელმა "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ლუსიოზეც კი იფიქრეს...
უკანა ხაზის გაძლიერების კუთხით, ლევერკუზენელები 35 წლის ბრაზილიელ ლუსიოზე დაფიქრდნენ, რომელიც საფეხბურთო სამყარომ თავის დროზე სწორედ "ლევერკუზენიდან" გაიცნო. ვეტერანი ბრაზილიელი "ბაიერში" 2001-დან 2004 წლამდე თამაშობდა და ახლა სწორედ ბუნდესლიგაში დაბრუნება უნდა.
ლუსიოს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის იმედი...
შეგახსენებთ, რომ "ლევერკუზენმა" ჯერ მხოლოდ 39 წლის მეკარე ანდრეს პალოპი, 17 წლის ლევინ იოზთუნალი, მცველები კონსტანტინოს სტაფილიდისი, ემირ სპაჰიჩი და ჯულიო დონატი, ასევე, შემტევი ნახევარმცველები - ჰეონ-მინ სონი და რობი კრუსი გადაიბირა. სამაგიეროდ, გუნდი დატოვეს ანდრე შიურლემ, დანიელ კარვახალმა, მიხალ კადლეცმა, დანიელ შვააბმა, ჰაიმე ჰოსოგაიმ, მანუელ ფრიდრიხმა და ნიკოლაი იორგენსენმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
შტეფან კისლინგი: ჩემპიონობაც შეგვიძლია!