ხავი მარტინესი: იქ ვითამაშებ, სადაც ხოსეპ გვარდიოლა ინებებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ხავი მარტინესმა ჯერ არ იცის, ახალი მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ხელში მისი გუნდი როგორი ტაქტიკით ითამაშებს.

თუმცა ფეხბურთელი აცხადებს, რომ მზადაა ითამაშოს იმ პოზიციაზე, სადაც დამრიგებელი ეტყვის.

გასული სეზონი ესპანელმა მიუნხენურ კლუბში ცენტრალური ჰავბეკის პოზიციაზე გაატარა, მაგრამ ტიაგო ალკანტარასა და მარიო გიოტცეს მოსვლის შემდეგ ამ პოზიციაზე კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.

შესაბამისად, გამორიცხული არაა, 24 წლის ფეხბურთელი დაცვაში გაამწესონ.

"ჩვენი მწვრთნელი გვარდიოლაა და იქ ვითამაშებ, სადაც ის გადაწყვეტს. ჩვენ ჯერ არ გვისაუბრია ამის შესახებ და ამიტომ არ ვიცი, როგორია
პეპის გეგმები.

ახლა ჩემთვის მთავარი ისეთივე ფორმაში შესვლაა, როგორშიც ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც სეზონისთვის მზადება ადრე დაიწყეს".


გასულ სეზონში მარტინესმა კლუბში სულ 43 მატჩში ითამაშა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის, ქვეყნის ჩემპიონატისა და თასის მოგებაში დაეხმარა. შემდეგ კი ნაკრებთან ერთად კონფედერაციათა თასის ფინალში გავიდა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული