ტიაგო ალკანტარა: "ბარსელონას" ჩემი შენარჩუნება არც კი უცდია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელმა ახალწვეულმა ტიაგო ალკანტარამ განაცხადა, "ბარსელონადან" იმიტომ წავიდა, რომ იქ არ აფასებდნენ.

22 წლის ფეხბურთელის თქმით, პრესაში გავრცელებული ვიშვიში სულ ტყუილია - სინამდვილეში "ბარსას" არაფერი მოუმოქმედებია მის შესაკავებლად.

მან "ბარსელონას" ხერარდო მარტინოს დანიშვნა მოუწონა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს რომ სცოდნოდა, კატალონიიდან მაინც წავიდოდა.

შეგახსენებთ, რომ ამას წინათ "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ფაუსმა განაცხადა, რომ სათადარიგო ფეხბურთელის სანაცვლოდ მიღებული 25 მილიონი ევრო დიდებული გარიგებაა ჩვენი კლუბისთვისო - მან ტიაგოს ტრანსფერი იგულისხმა.

ასევე იხილეთ:
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენ სათადარიგო ფეხბურთელში 25 მილიონი
მივიღეთ, ეს დიდებულია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული