შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" ფინალში "მანჩესტერ სიტის" ანგარიშით 2:1 სძლია.
"კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდით. მეორე ტაიმში შესამჩნევი გახდა, რომ ეს მეორე მატჩია ორი დღის განმავლობაში. თუმცა მთლიანობაში "ბაიერნი" ახალი სეზონისთვის მზადაა.
გუნდის მდგომარეობას კარგ შეფასებას ვაძლევ, მაგრამ, როცა ისეთი დონის გუნდებს ხვდები, როგორიც "მანჩესტერ სიტია", საკუთარ კართან საგოლე მომენტებს ვერ აიცილებ", - თქვა გვარდიოლამ.
იხილეთ ვიდეო
მომაზდებულია Goal.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლას პირველი ტიტული მიუნხენის