"შემიძლია გითხრათ, რომ ამ ზაფხულს არცერთი ფეხბურთელის შეძენას აღარ ვაპირებთ. "ბაიერნის" შემადგენლობა ახლა სწორედ ისეა დაკომპლექტებული, როგორც გვინდოდა. ტიაგო ალკანტარა და მარიო გიოტცე იმიტომ შევიძინეთ, რომ ისინი ევროპისა და გერმანიის უდიდესი ტალანტები არიან," - აცხადებს 57 წლის რუმენიგე ხსენებულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ გიოტცესა და ალკანტარას გარდა, რეკორდმაისტერმა "მაინციდან" მცველი იან კირხჰოფიც გადაიბირა, თუმცა მარიოსა და ტიაგოსგან განსხვავებით ეს უკანასკნელი სათადარიგოთა სკამისთვის მოიაზრება. ამრიგად,
არადა, ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ბავარიელებს კიდევ ერთი ახალი ცენტრალური მცველი სურდათ - ლაპარაკი იყო ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელ ვარსკვლავ დავიდ ლუისზე. ახლა კი რუმენიგემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეს ტრანსფერი არ შედგება.
კალემ ხელი საბოლოოდ ჩაიქნია "დორტმუნდის" გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკიზეც, რომელიც "ბორუსიას" შეფებმა მიუნხენში არ გაუშვეს. თუმცა აქედანვე ცხადია, რომ პოლონელი თავდამსხმელი "ბაიერნში" გაისად უფასოდ გადავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კარლ-ჰაინც რუმენიგე: იცით, რატომ ვამჯობინეთ მარიო გიოტცე ნეიმარს?