ფრანკფურტის "აინტრახტმა" ვაცლავ კადლეცი გაიფორმა

AutoSharing Option
როგორც იქნა, ფრანკფურტის "აინტრახტმა" პრაღის "სპარტადან" 21 წლის თავდამსხმელის, ვაცლავ კადლეცის ტრანსფერი სრულყო.

ჩეხეთის ნაკრების ფორვარდი გერმანულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს - მას ფრანკფურტში 19 ან 20 აგვისტოს ელიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, "ბრაუნშვაიგთან" თამაში შეეძლება.

კადლეცმა წინა სეზონში ჩეხეთის ჩემპიონატში 26 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, ეროვნულ ნაკრებში 4 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული