ხავი მარტინესი საოპერაციოა

AutoSharing Option
მარიო გიოტცესა და ტიაგო ალკანტარას შემდეგ "ბაიერნს" ტრავმის გამო ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი ხავი მარტინესიც დააკლდება.

მიუნხენურ გრანდში ოფიციალურად დაადასტურეს ცნობა იმის შესახებ, რომ 25 წლის ფეხბურთელს ოპერაცია სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტინესი რეკორდმაისტერს საკმაოდ დიდხანს ვეღარ დაეხმარება. მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

"20-30 წუთი თამაში პრობლემა არ არის, მერე კი ტკივილები მეწყება ხოლმე. ექიმებმა ოპერაციის გაკეთება მირჩიეს," - უთხრა ხავი მარტინესმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

ამ დღეებში იძულებითი პაუზა ჰქონდა არიენ რობენსაც, თუმცა ჰოლანდიელი მწყობრში ჩადგა და ჰოლანდიის ნაკრებში
წავიდა, ხოლო ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელსაც არც "ჩელსისთან" უთამაშია, იძულებული გახდა, გერმანიის ნაკრებში გამგზავრებაზე უარი ეთქვა.

თუმცა შვაინი ბუნდესლიგის მომდევნო ტურისთვის ("ბაიერნი" 14 სექტემბერს "ჰანოვერს" მასპინძლობს) გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთის ნაკრებს ხავი მარტინესი დააკლდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული