ალბათ გაინტერესებთ, რა არ მოსწონდა ზამერს იმ სეზონში, რომელშიც "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის თასი მოიგო.
"ჰო, წინა სეზონი მართლაც ძალიან კარგად ჩატარეთ და ჰეთ-თრიკი შევასრულეთ, მაგრამ
მოგეხსენებათ, მიუხედავად ტრიუმფალური სეზონისა, "ბაიერნმა" ზაფხულში მწვრთნელი შეცვალა - იუპ ჰაინკესის ადგილი პეპ გვარდიოლამ დაიკავა და ამ უკანასკნელს მსოფლიოში უძლიერესი კლუბის კიდევ უფრო გაძლიერება დაევალა. ბოლო დროს გვარდიოლას გერმანიაში მოსალოდნელზე ხშირად აკრიტიკებენ, რაც ზამერისთვის გაუგებარი და მიუღებელია.
"მიმაჩნია, რომ ზოგიერთი ექსპერტი პეპს უსამართლოდ და არაკორექტულად აკრიტიკებს. მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში ჰეთთრიკი შევასრულეთ, არც მაშინ იყო ყველაფერი იდეალურად და ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, მხოლოდ თავს იტყუებს. ვფიქრობ, რომ "ბაიერნს" მომატება შეუძლია და აუცილებლად მოუმატებს. გაიხსენეთ:
ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირველ 25 წუთშიც ძალიან ცუდად ვთამაშობდით და ბევრს ეგონა, რომ წავაგებდით. გერმანიის თასის ფინალშიც დიდხანს გვიჭირდა. იმის თქმა მინდა, რომ იმ ფინალებში მაინცდამაინც სტაბილურად არ გვითამაშია," - ამბობს ზამერი.
ასეა თუ ისე, გვარდიოლა უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული, რადგან ჰეთთრიკის შემსრულებელი გუნდი ჩაიბარა. ზამერი მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და სჯერა, რომ გვარდიოლას სახით რეკორდმაისტერს იდეალური მწვრთნელი ჰყავს: "გუნდი ჯერაც დამშეულია და დარწმუნებული ვარ, რომ პეპი "ბაიერნს" თავის ხელს დაატყობს," - მიიჩნევს მათიასი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მათიას ზამერი: ზოგ-ზოგიერთებს მეტი მოეთხოვებათ!