ტიმ ვიზე "ჰოფენჰაიმს" ემუქრება

AutoSharing Option
"ჰოფენჰაიმის" ხელმძღვანელებსა და 31 წლის მეკარე ტიმ ვიზეს შორის დაპირისპირება გრძელდება. როგორც იცით, ვიზე სხვა 4 ფეხბურთელთან ერთად "ჰოფეს" ძირითადი გუნდიდან 5 ივლისს მოკვეთეს და მოყვარულთა გუნდში გადაისროლეს.

არადა, გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე წინა სეზონის დასაწყისში "ჰოფენჰაიმის" კაპიტანი იყო. სხვა მოკვეთილი ფეხბურთელები ახალ კლუბებს ეძებენ - ტობიას ვაისი და ედსონ ბრააფჰაიდი თურქეთში გადასვლასთან არიან ახლოს, ვიზე კი "ჰოფეს" მოყვარულთა გუნდში რჩება.

"ჰოფენჰაიმის" თავკაცმა მარკუს გისდოლმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ვიზე არ სჭირდება, რაც იმასაც ნიშნავს, რომ "სოფლელების" ხელმძღვანელები მას კონტრაქტს სიამოვნებით
გაუწყვეტდნენ, რადგან ვიზე კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა! ტიმი წელიწადში 3.5 მილიონ ევროს იღებს და რა საკვირველია, შეფებს არ სიამოვნებთ იმ მოთამაშისთვის ამდენი ფულის ხდა, რომელიც მოყვარულთა გუნდშია გადასროლილი. მაგრამ ვიზე ხელშეკრულებას არ წყვეტს.

"კონტრაქტის გაწყვეტით დაინტერესებული არ ვარ. ოთხწლიანი ხელშეკრულება იმიტომ არ გამიფორმებია, რომ ერთ წელიწადში დამერღვია. თუმცა ჩემთვის კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნით არც არავის მოუმართავს. მწვრთნელთან და მენეჯერთან ორი თვეა, არ მისაუბრია," - აცხადებს ვიზე ბილდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამრიგად, თუ არაფერი შეიცვალა, ტიმი 2016 წლამდე მხოლოდ სოფლის გუნდებთან თამაშისთვის ჯამში 10 მილიონზე მეტს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული