ხოსეპ გვარდიოლა: ეს ბუნდესლიგაში ჩვენი საუკეთესო მატჩია! [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის VI ტურში გელზენკირხენის "შალკემ" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და განადგურდა.

21 სექტემბერს გამართულ მატჩში ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა მასპინძლებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ანგარიში 21-ე წუთზე ბასტიან შვაინშტაიგერმა გახნსა, ორი წუთის შემდეგ კი ზუსტი დარტყმით მარიო მანჯუკიჩი გამოირჩა. 75-ე წუთზე გელზენკირხენელებს თუნდაც ქულის მოპოვების იმედი ფრანკ რიბერიმ მოუსპო, 84-ეზე კი კლაუდიო პისარომ ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 4:0.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეხვედრის შემდეგ ხოსეპ გვარიოლამ თავისი შეგირდები შეაქო.

"ეს ბუნდესლიგაში ჩვენი საუკეთესო მატჩია. მთლიანად ვაკონტროლებდით შეხვედრის მიმდინარეობას. შედეგად, "შალკესთვის" ამოსუნთქვის საშუალება მთელი
90 წუთის განმავლობაში არ მიგვიცია.

ამ გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ",
- აქვეყნებს ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს sport1.de.

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. VI ტურის წინ: "შალკე" "ბაიერნს" ემუქრება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული