არადა, "ჰამბურგი" ერთადერთი გერმანული გუნდია, რომელიც ყოველთვის (1963 წლიდან, ანუ დაარსებიდან) პირველ ბუნდესლიგაში თამაშობს და სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ხოლმე "ბუნდესლიგის უკანასკნელ დინოს".
მოკლე პერიოდში "ჰამბურგს" კიდევ ერთხელ შეუცვალეს მწვრთნელი - გუნდს სათავეში 61 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი ბერტ ვან მარვეიკი ჩაუდგა და ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლოგიკურია ის, რომ მან, პირველ რიგში, ფეხბურთელების ფსიქოლოგიური პორტრეტების შედგენა მოისურვა.
ეს ლოგიკური იმიტომ
ვან მარვეიკი მუშაობას შეუდგა და პირველივე პრესკონფერენცია ხუმრობით დაიწყო - ვიცი, რომ რაფაელ ვან დერ ვაარტი კარგი საყვარელიაო. კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ბერტი რაფაელის პირადი ცხოვრების პრობლემებს (როგორც იცით, ცოლს გაშორდა), ვან მარვეიკმა დასძინა, მე ფეხბურთის სიყვარული ვიგულისხმეო.
თუმცა ჰოლანდიური იუმორის "გაკვეთილები" მალევე დასრულდა, რის შემდეგაც ვან მარვეიკმა ჟურნალისტებს ნომერ პირველი გეგმა გაანდო: ჰოლანდიელი სპეციალისტი შეგირდებს ფსიქოლოგიურ ტესტს ჩაუტარებს.
ეს არის ე.წ. რეისის ტესტი, რომელიც 128 კითხვას მოიცავს და რომელსაც ასეთი სახელწოდება ამერიკელი ფსიქოლოგის, სტივენ რეისის გამო დაარქვეს - ტესტი მისი შემუშავებულია.
"ამ გეგმას დღევანდელ სიტუაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. უბრალოდ, მინდა, რომ ფეხბურთელები კარგად გავიცნო და გავიგო, რა არის მათი მოტივაცია ცხოვრებაში," - უთხრა ვან მარვეიკმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს. ტესტში კითხვები სექსუალური ცხოვრების შესახებაცაა მოცემული და ცუდი ის არის, რომ დიდი შანსია, ფეხბურთელებმა კითხვებს გულახდილად არ უპასუხონ, რადგან ტესტი არ არის ანონიმური.
საინტერესო ისაა, რომ ვან მარვეიკმა ამ ტესტზე ის ფეხბურთელებიც გაგზავნა, რომლებიც ტორსტენ ფინკის ხანმოკლე ერის ბოლო პერიოდში მეორე გუნდში იყვნენ გადასროლილები - ვგულისხმობთ რაიკოვიჩს, ტეშეს, მანსიენსა და კაჩარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვან მარვეიკი მათ ახალ შანსს აძლევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბერტ ვან მარვეიკს "ჰამბურგში" ენდი მიოლერი არ მიაყვანინეს