ული ჰიონესი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ავადმყოფი პრიმადონაა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა პსჟ-ის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყოფილი კლუბების ხელმძღვანელებთან და მოთამაშეებთან მისი მრავალრიცხოვანი პრობლემების გამო პრიმადონად მოიხსენია.

შვედმა ფეხბურთელმა თავის ავტობიოგრაფიაში "ბაიერნის" ამჟამინდელი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა გააკრიტიკა, რომელსაც "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდში მუშაობის მეთოდები დაუწუნა. ზლატანმა ესპანელ სპეციალისტს "მშიშარა" უწოდა, რაც "შპიგელთან" ახლანდელ ინტერვიუშიც გაიმეორა.

"რატომ აირჩია გვარდიოლამ "ბაიერნი"? ამ გუნდში ყველაფერი მის გარეშეც ბრწყინვალედ მუშაობდა და გუნდი აწყობილი დახვდა. მან ახალი ფეხბურთელები კი იყიდა, მაგრამ სინამდვილეში ისინი "ბაიერნს" არაფერში სჭირდება.

იგივე მოურინიო არასდროს უფრთხოდა მძიმე სამუშაოს. ის
განთქმული მწვრთნელი და ბრწყინვალე მოტივატორია. მისი გულისთვის მოედანზე თავს დავდებდი",
- თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შვედ თავდამსხმელს უმალ გამოეხმაურა მიუნხენური კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი.

"ვფიქრობ, იბრაჰიმოვიჩი, უბრალოდ, ავადმყოფი პრიმადონაა, რომელიც ვერაფრით ეგუება "ბარსელონადან" წასვლას. მას ყველა კლუბში პრობლემები ჰქონდა და ამ ყველაფერში დამნაშავე თვითონაა", - აქვეყნებს ჰიონესის ნათქვამს "ბილდი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული