იოახიმ ლიოვი: გერმანიის ნაკრებიც ისე თამაშობს, როგორც "ბაიერნი" და "ბორუსია"

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა პრობლემებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდი სათამაშო სტილით ორ გერმანულ გრანდს წააგავს.

- ჩვენს ნაკრებს ორი დიდი პრობლემა აქვს.

პირველ რიგში, დაცვაში უნდა გამოვასწოროთ თამაში, რაც არა მხოლოდ მცველებს ეხება, არამედ ყველა დანარჩენს. თითოეულ თამაშში უნდა ვაჩვენებდეთ შესაძლებლობების მაქსიმუმს და ვახერხებდეთ მეტოქის წნეხთან გამკლავებას.

ასევე გვმართებს შეტევაში თამაშის გაუმჯობესება. საკმაოდ უყურადღებიდ ვეკიდებით ბოლო პასს და გადამწყვეტ დარტყმას. ხშირად არ გვაქვს ხოლმე საგოლე მომენტები მრავლად და ამიტომ, მათ გამოყენებაზე მთლიანად უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი.

- როგორ იმოქმედა გვარდიოლას მიერ "ბაიერნში" დამკვიდრებულმა ფეხბურთმა ნაკრების თამაშის სტილზე?

- ჩვენი ფილოსოფია დიდად არც განსხვავდება. ჩვენც, როგორც "ბაიერნი", ვცდილობთ, ბურთი მეტი ხნით ვაკონტროლოთ, მწვავედ ვიმოქმედოთ შეტევაში და აგრესიულად დავიცვათ თავი.

ოღონდ, ამ სტილით არამხოლოდ "ბაიერნი" თამაშობს. ასევე ირჯება იურგენ კლოპის "ბორუსიაც".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული