ეს მატჩი საინტერესო, პირველ რიგში, იმის გამოა, რომ "ლევერკუზენი" 8 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა და "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" ფეხდაფეხ მისდევს, "ჰოფენჰაიმი" კი ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს და გოლების გატანა ეხერხება ("სოფლელების" ანგარიშზე 8 ტურის შემდეგ 20 გოლია).
თუმცა "ჰოფეს" მეხუთე ტურის შემდეგ (2:1 "გლადბახთან") არ მოუგია და ბოლო სამ თამაშში მხოლოდ ორ ქულას მოუყარა თავი.
"ჩვენი მიზანი ისაა,
თუმცა "ლევერკუზენი" კარგ ფორმაშია და სტაბილურად კარგად თამაშობს. გამარჯვების შემთხვევაში 18 ოქტომბერს სამი ჰიიპიას შეგირდებს მინიმუმ ერთი დღით გალიდერება შეუძლიათ.
გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტური
ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 22:30
ტრავმა: ვუკჩევიჩი, ვაისი - ლ. ბენდერი, იოზთუნალი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +0=1-9, (7:27)
ბომბარდირები:
6 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), ლევანდოვსკი (დორტმუნდი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), ნ. მიულერი (მაინცი), სემი (ლევერკუზენი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"