53 წლის იოგის ხელშეკრულებას ვადა სწორედ მუნდიალის შემდეგ ეწურებოდა, გუშინ გაფორმებული ხელშეკრულება კი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჩათვლით მოქმედებს. პრესკონფერენციაზე ისიც გაცხადდა, რომ ლიოვის ასისტენტი ჰანსი ფლიკი მუნდიალის შემდეგ საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიოვს ახალი ასისტენტი ჰყავს მოსაძებნი.
ლიოვმა გერმანიის ნაკრები 2006 წლის ივლისში ჩაიბარა და ბუნდესმწვრთნელის თანამდებობაზე იურგენ კლინსმანი შეცვალა. მას მერე გერმანიამ
"გერმანიის ნაკრების სათავეში ყოფნა ძალიან მსიამოვნებს და უაღრესად მოტივირებული ვარ. ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს, რომლებსაც ერთად უნდა მივაღწიოთ," - განაცხადა ლიოვმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
"2006 წლის მუნდიალის შემდეგ გერმანიის ნაკრები ყველა დიდ ტურნირზე მინიმუმ ნახევარფინალში გავიდა, ახლა კი ბრაზილია 2014-ის საგზურიც უპრობლემოდ მოიპოვა.
ამასთან, ლიოვის ფორმაციის ბუნდესგუნდი შესანიშნავ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ეს ყველაფერი სწორედ ლიოვის დამსახურებაა. მას და მის შტაბს კვლავაც ნდობას ვუცხადებთ," - ეს გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ვოლფგანგ ნირსბახის სიტყვებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების სათავეში 2016 წლამდე იქნება