ერთადერთი გოლი მარკო როისმა უკვე მე-4 წუთზე გაიტანა პენალტის ნიშნულიდან.
იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "ვიცოდით, რომ "ჰანოვერთან" გაგვიჭირდებოდა, ამიტომ ამ შედეგით ბედნიერი ვარ.
ჩვენ მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, შემდეგ მოვისუსტეთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბიჭებმა სიტუაციას თავი გაართვეს და ქულები არ დავკარგეთ. ჩვენ უკეთესად თამაში შეგვიძლია და ვითამაშებთ კიდევაც".