წესით, ბუნდესლიგის გასული ტურის მიმოხილვა ლევერკუზენელთა და მიუნხენელთა ჯახით უნდა დაგვეწყო, მაგრამ გელზენკირხენის “ფელტინს არენაზე” რაულმა ისეთი ამბები დაატრიალა, რომ პირველად მის გმირობაზე უნდა ვთქვათ.
დიდი შეხსენება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ “შალკეში” დიდი ზარზეიმით გადასული ესპანელი ლეგენდა თავიდან სულაც ვერ ამართლებდა თავის ვარსკვლავურ სტატუსს და მასზე ბევრმა ხელი ჩაიქნია კიდეც. რაული პირველ ტურებში საკუთარი თავის აჩრდილს წააგავდა, მაგრამ სკეპტიკოსებისგან განსხვავებით, ფელიქს მაგათს ხელი არ ჩაუქნევია და ვეტერანს ჯიუტად ათამაშებდა ძირითად შემადგენლობაში. რაულსაც ნელ-ნელა გამოცოცხლება ეტყობოდა და როგორც ჩანს, გერმანულ
“ჩემი ემოციების სიტყვებითგადმოცემა ძალიან მიჭირს, ეს ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. დიდი მადლობა იმ ხალხს, ვისაც ჩემი კიდევ სჯეროდა, ეს გოლები მათ ეკუთვნით. საკუთარ თავზე კი მეტს აღარ ვისაუბრებ, მთავარია, რას მიაღწევს “შალკე”. “ვერდერის” წინააღმდეგ ძალიან ძლიერმა გუნდმა ითამაშა. მჯერა, კრიზისი უკვე დაძლეულია და წინ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებები გველის”, - განაცხადა რაულმა.
მატჩის დასრულებისთანავე იგი არბიტრ კნუტ კირხერთან მივიდა და ბურთი სთხოვა, რაზეც ღიმილიანი თანხმობა მიიღო. რაულმა თქვა, რომ ეს ბურთი მის პირად კოლექციაში საპატიო ადგილს დაიკავებს.
ბრემენელთა რბევას სათავე კიდევ ერთმა ყოფილმა რეალელმა დაუდო. კრისტოფ მეტცელდერმა მატჩის შემდეგ თქვა, საკუთარი გოლი კი გამიხარდა, მაგრამ ამაზე უფრო დიდი სიხარული რაულის მიღწევამ მომიტანაო. მაგათმა კი აღნიშნა, ამ მატჩში ჩემმა ფეხბურთელებმა ყველა დავალება პირნათლად შეასრულეს, მაგრამ “შალკეს” სატურნირო მდგომარეობა არ უნდა დაგვავიწყდეს და მუხლჩაუხრელი შრომა განვაგრძოთო.
მაგათი მართალია, ეს გამარჯვება მეტისმეტად შთამბეჭდავი იყო, მაგრამ შალკელებმა ცხრილს მართლაც ყურადღებით უნდა ჩახედონ. მათ ხომ ეს ესაა დატოვეს გასავარდნი ზონა და კაცმა არ იცის, როდის მიუახლოვდებიან თუნდაც საევროთასო ტერიტორიას. “ვერდერი” კი უკუსვლას განაგრძობს და ვინ იცის, შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი მართლაც იყოს თომას შააფთან განშორება...
“ბაიერნი” კი გონს ვერა და ვერ მოდის. ვერ გეტყვით, რამდენად გულწრფელი იყო მისი შეფების სიტყვები, ამ სეზონში ჩემპიონობაზე ფიქრს უნდა შევეშვათო, მაგრამ ყველაფერი აქეთკენ რომ მიდის, ნათელია. ბუნებრივია, გამორიცხული ჯერ არაფერია, მაგრამ რეკორდმაისტერის თამაშში ჯერჯერობით, არ ჩანს ის რესურსი, რომლის საშუალებითაც “ბაიერნი” პროგრესის გზაზე დადგომას შეძლებს.
“ბაიერნმა” პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებაში ანგარიში ლამი-მიულერი-შვაინშტაიგერი-გომესის ეფექტური კომბინაციის შედეგად გახსნა, “ფარმაცევტებმა” კი მართალია, ანგარიში ერთობ საეჭვო თერთმეტმეტრიანის წყალობით გაათანაბრეს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ “ბაიერი” ქულას არ იმსახურებდა. ბავარიელებს ურჩევნიათ, ამდენი უსიამოვნების მიზეზი საკუთარ თავში ეძებონ. დღევანდელი “ბაიერნი” ოდნავადაც არ ჰგავს იმ გუნდს, რომელიც წინა სეზონში ევროპაში ხომ დიდი ავტორიტეტი იყო და ბუნდესლიგა სულაც ერთი ამოსუნთქვითYმოიგო. დღეს კი ლუის ვან გაალის გუნდი ერთპიროვნულ ლიდერ “ბორუსიას” უკვე მთელი 14 ქულით ჩამორჩება. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყი “ბაიერნის” დაცვაში არსებული ხარვეზები, რაც გუნდისთვის უკვე დიდი ხნის ნაცნობი პრობლემაა.
ვერ გეტყვით, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ვან გაალის მიმართ ნდობა, ჯერჯერობით კი “ბაიერნის” ჰოლანდიელი თავკაცი საკუთარ თავზე კი არა, გუნდიდან ბასტიან შვაინშტგაიგერის სავარაუდო წასვლაზე ლაპარაკობს. ამ თემას მან უფრო დიდი ყურადღება დაუთმო, ვიდრე ლევერკუზენში ჩატარებულ მატჩს. შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შვაინის შეძენა “რეალს”, “ინტერსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” სურთ. თავად ფეხბურთელს ამ თემაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, ვან გაალი კი “ბაიერნის” თავკაცებს შვაინშტაიგერის გაყიდვას ურჩევს: “თუკი ბასტიანის სანაცვლოდ ვინმე ნამდვილად გადაიხდის 30 მილიონ ევროს, ვფიქრობ, კლუბმა ამ წინადადებაზე უარი არ უნდა თქვას, ეს ხომ მომგებიანი ბიზნესია. ამასთან ერთად, ხაზგასმითYვაცხადებ, რომ შვაინშტაიგერთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს”.
დორტმუნდელებს ფრაიბურგში დიდი ბრძოლა გადახდათ, მაგრამ მიმდინარე სეზონში მძლავრად მოთამაშე მასპინძლებთან მაინც შეძლეს მორიგი გამარჯვების მოპოვება. ვერაფერს იტყვი, “ბორუსია” ბრწყინვალე სეზონს ატარებს და “ზამთრის” ჩემპიონობამდე ბევრი აღარაფერი უკლია.
ზღაპრულ სტარტს “მაინცმა” ჩავარდნა მიაყოლა და თომას ტუხელის გუნდის წევრებს შაბათს გამოვლენილი მტკიცე ხასიათი უპირველესად, სწორედ ამის გამო უნდა შევუქოთ. სულაც არ იქნება გასაკვირი, დროთა განმავლობაში “მაინცი” მოპოვებულ პოზიციებს თუ დათმობს, დღეს კი მეორე ადგილზეა, რაც ასეთი გაქანების კლუბისთვუს რაღა თქმა უნდა, ზღაპრული შედეგია.
“შალკეს” არ ჩამორჩა და მის მსგავსად, ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა “ჰოფენჰაიმმა”, რითაც კიდევ ერთხელ გამოთქვა ევროასპარეზზე გასვლის საფუძვლიანი პრეტენზია, გუშინდელი საღამოს მოულოდნელობა კი “შტუტგარტის” საშინაო მარცხი იყო. აუტსაიდერთა დაპირისპირებაში ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ, მაგრამ შვაბებმა “კიოლნთან” წააგეს და სწორედ ამან მისცა “შალკეს” სახიფათო ზონის დატოვების საშუალება, “შტუტგარტმა” კი იქ მაგათის გუნდის ნაცვლად დაყვინთა.
ლევერკუზენი-ბაიერნი 1:1
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი - შვააბი (58. კასტრო), მ. ფრიდრიხი, ჰიიპია, კადლეცი - ვიდალი, როლფესი - სემი, რენატო (92. ლ. ბენდერი), ბარნეტა (80. ბალიტში) - დერდიოკი.
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, ბრენო, პრანიჩი - ტიმოშჩუკი (61. რიბერი), ოტლი - თ. მიულერი, შვაინშტაიგერი, კროოსი - გომესი.
გოლები: 0:1 გომესი (34), 1:1 ვიდალი (45+2)
გაფრთხილება: კასტრო, მ. ფრიდრიხი - ლამი, რიბერი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 23-14; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 17(8)-8(1); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 30 210
შალკე-ვერდერი 4:0
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - მატიპი (52. მორიტცი), კლუგე (70. რაკიტიჩი) - ფარფანი, ედუ - ჰუნტელაარი, რაული (79. ხურადო).
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, მერტეზაკერი, პრიოდლი, პასანენი - ფრინგსი - ბარგფრედე, ვესლი (60. ჰუსეინოვიჩი) - ჰანტი (58. დ. იენსენი) - მარინი (58. ვაგნერი), უგო ალმეიდა.
გოლები: 1:0 მეტცელდერი (22), 2:0 რაული (45+2), 3:0 რაული (56), 4:0 რაული (71)
გაფრთხილება: უჩიდა - ფრინგსი
გაძევება: ბარგფრედე (85. ვერდერი)
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 14(8)-10(2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 61 673
აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 0:4
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი - ს. იუნგი, ფრანცი, რუსი, ცაველასი - შვეგლერი (64. შტაინჰიოფერი), კიოლერი - ოხსი, კაიო, ჰალილ ალთინთოფი (67. ფენინი) - გეკასი.
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): ჰაასი - ბეკი, ვორსა, კომპერი, იბერტსბერგერი - ლუის გუსტავო (87. ვაისი), რუდი - ვუკჩევიჩი, სალიჰოვიჩი - იბიშევიჩი (83. სიგურდსონი), ბა (58. მლაპა).
გოლები: 0:1 ვუკჩევიჩი (31), 0:2 იბიშევიჩი (69), 0:3 იბიშევიჩი (70), 0:4 მლაპა (90)
გაფრთხილება: ცაველასი, შვეგლერი, ფრანცი, ოხსი - კომპერი, სალიჰოვიჩი, მლაპა
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 12-21; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 8(3)-18(9); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 44 300
ბორუსია (მ)-მაინცი 2:3
ბორუსია მ. (4-2-2-1-1): ჰაიმეროთი - ლეველსი, ანდერსონი, დემსი, შახტენი - მარქსი, ბრედლი (89. მატმური) - როისი, არანგო (72. იდრისუ) - დე კამარგო - ბობადილია.
მაინცი (4-2-2-1-1): ვეტკლო (25. პიკენჰაგენი) - ზაბავნიკი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფათი (37. ჰოლტბი) - კალიჯური, პოლანსკი - რისე (75. ალაგუი), ფუხსი - შიურლე - შალაი.
გოლები: 1:0 როისი (53), 1:1 შიურლე (64), 2:1 როისი (69), 2:2 ალაგუი (76), 2:3 ალაგუი (88)
გაფრთხილება: ბრედლი - ზაბავნიკი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 8(4)-16(8); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 45 472
ფრაიბურგი-ბორუსია (დ) 1:2
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - მუიჯა, ბართი, ტოპრაკი, ბასტიანსი - შუსტერი - პუცილა (88. კალიჯური), როზენტალი, მაკიადი (77. რაიზინგერი), აბდესადკი - სისე.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - გიოტცე, კაგავა (71. ლევანდოვსკი), გროსკროიტცი (61. ბლაშჩიკოვსკი) - ბარიოსი (85. და სილვა).
გოლები: 1:0 ჰუმელსი (26-საკ. კარში), 1:1 ლევანდოვსკი (75), 1:2 მუიჯა (78-საკ. კარში)
გაფრთხილება: ვაიდენფელერი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 9(2)-18(8); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 24 000
ჰანოვერი-ჰამბურგი 3:2
ჰანოვერი (4-2-2-1-1): ფრომლოვიტცი - ჩაჰედი, ეგიმანი, პოგატეცი, კ. შულცი - პინტუ, შმიდებახი - შტინდლი, რაუში - შლაუდრაფი (73. ჰანკე) - ია კონანი (94. ლალა).
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - რინკონი, ვესტერმანი, ბესიჩი, ზე რობერტო - იაროლიმი, ტროხოვსკი - პიტროიპა, სონი - გერერო (58. ვან ნისტელროი), პეტრიჩი (76. ჩუპო-მოტინგი).
გოლები: 1:0 შტინდლი (31), 1:1 სონი (40), 1:2 სონი (54), 2:2 კ. შულცი (59), 3:2 ჰანკე (91)
გაფრთხილება: შლაუდრაფი, პინტუ - გერერო, ზე რობერტო, ტროხოვსკი, ჩუპო-მოტინგი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 18-20; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 14(5)-11(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 49 000
ნიურნბერგი-კაიზერსლაუტერნი 1:3
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ვიდოშიჩი (40. ვოლშაიდი), ვოლფი, მარო, ბილერი (81. აიგლერი) - სიმონსი, ჰეგელერი - ექიჩი (63. მაკი), გიუნდოგანი, ფრანტცი - შიბერი.
კაიზერსლაუტერნი (4-1-4-1): ზიპელი - კირხი, ამედიკი, აბელი, ბუგერა - პეტსოსი - ილიჩევიჩი (82. ბილეკი), ტიფერტი, მორავეკი, რივიჩი (92. დე ვიტი) - ლაკიჩი (85. ნემეცი).
გოლები: 0:1 რივიჩი (4), 0:2 ილიჩევიჩი (12), 0:3 ლაკიჩი (33), 1:3 მაკი (67)
გაფრთხილება: ბილერი - ბუგერა, აბელი, ტიფერტი
გაძევება: პეტსოსი (79. კაიზერსლაუტერნი)
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 18(6)-10(7); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 40 711
შტუტგარტი-კიოლნი 0:1
შტუტგარტი (4-4-1-1): ულრაიხი – ჩელოცი, ნიდერმაიერი, დელპიერი, მოლინარო – გებჰარტი, ტრეში, გენტნერი (85. კამორანეზი), ბოკა (78. ჰარნიკი) – კაკაუ, მარიკა (72. პოგრებნიაკი).
კიოლნი (4-2-2-2): მონდრაგონი – ბრეკო, ჟერომელი, მოჰამადი, ერე – პეცონი, პეტი (86. შროტი) - ლანიგი (46. კლემენსი), ჯაჯალო (70. მატუშიკი) – პოდოლსკი, ნოვაკოვიჩი.
გოლი: 0:1 პოდოლსკი (82. პენ.)
გაფრთხილება: ტრეში, გებჰარტი, ნიდერმაიერი, დელპიერი – პეტი, ლანიგი, კლემენსი
კუთხური: 10-9; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 20(5)-18(8); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 39 500
ზტ. პაული-ვოლფსბურგი 1:1
ზტ. პაული (4-1-4-1): კესლერი – როტენბახი, ძამბრანო, ტორანდტი, ოშიპკა – ბოლი – მ. კრუზე (76. ნაკი), ასამოა (90. შულცი), მ. ლემანი, ბარტელსი (82. ბრუნსი) – ებერსი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო – პეკარიკი, კიაერი, ბარძალი, მ. შეფერი – რიტერი, ჟოსუე (58. მადლუნგი) – მანძუკიჩი, დიეგო, სისერო (71. ჰასებე) – ჯეკო.
გოლები: 1:0 ტორანდტი (28), 1:1 ჯეკო (54)
გაფრთხილება: დიეგო, ბარძალი, ჯეკო
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 14-27; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 18(5)-3(2); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 24 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 13 11 1 1 23-7 34
2. მაინცი 13 9 0 4 22-14 27
3. ბაიერი 13 7 4 2 24-17 25
4. ჰანოვერი 13 7 1 5 17-22 22
5. ჰოფენჰაიმი 13 6 3 4 26-16 21
6. ფრაიბურგი 13 7 0 6 19-20 21
7. აინტრახტი 13 6 2 5 20-15 20
8. ბაიერნი 13 5 5 3 19-14 20
9. ჰამბურგი 13 5 3 5 19-20 18
10. ნიურნბერგი 13 5 3 5 18-21 18
11. ვოლფსბურგი 13 4 3 6 21-22 15
12. ვერდერი 13 4 3 6 19-31 15
13. კაიზერსლაუტერნი 13 4 2 7 20-25 14
14. ზტ. პაული 13 4 2 7 13-20 14
15. შალკე 13 3 4 6 19-19 13
16. შტუტგარტი 13 3 2 8 25-23 11
17. კიოლნი 13 3 2 8 14-26 11
18. ბორუსია (მ) 13 2 4 7 23-36 10
ბომბარდირები: გეკასი (აინტრახტი) – 11, პ. სისე (ფრაიბურგი) – 10, ჯეკო (ვოლფსბურგი) – 9.
მომდევნო ტური
26 ნოემბერი. მაინცი-ნიურნბერგი. 27 ნოემბერი. ბაიერნი-აინტრახტი, ჰამბურგი-შტუტგარტი, ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი, ჰანოვერი-ფრაიბურგი, კაიზერსლაუტერნი-შალკე, ბორუსია (დ)-ბორუსია (მ). 28 ნოემბერი. ვერდერი-ზტ. პაული, კიოლნი-ვოლფსბურგი.
II ბუნდესლიგა XIII ტური
უნიონი-ფორტუნა 1:0
გოლი: 1:0 მატუშკა (64)
ობერჰაუზენი-არმინია 3:0
გოლები: 1:0 პეტერში (2), 2:0 ლუცი (23), 3:0 ლამიდი (86)
ოსნაბრიუკი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 დიაბანგი (26), 2:0 ადლერი (76)
ბოხუმი-ინგოლშტადტი 1:4
გოლები: 0:1 გერბერი (2), 0:2 ლაიტლი (9), 1:2 ჩონგი (22), 1:3 ლაიტლი (56), 1:4 (66)
პადერბორნი-ფიურტი 0:4
გოლები: 0:1 ნერიგი (45+3), 0:2 კარასლავოვი (48), 0:3 სარარერი (49), 0:4 ნ. მიულერი (90)
აუგსბურგი-კარლსრუე 3:1
გოლები: 1:0 ვერნერი (38), 1:1 რობლესი (53), 2:1 ორლი (84), 3:1 თურქი (86)
მიუნხენ 1860-ფრანკფურტი 3:3
გოლები: 0:1 მიოლდერსი (24), 1:1 ლუდვიგი (30), 2:1 ბელი (52), 3:1 ლაუტი (54), 3:2 მიოლდერსი (58), 3:3 კინასი (72)
აუე-ალემანია 2:1
გოლები: 1:0 ლახები (24), 2:0 ჰოხშტაიდტი (61), 2:1 ჰიოგერი (67. პენ.)
დუისბურგი-კოტბუსი დღეს
თ მ ფ წ ბ ქ
1. აუე 13 9 3 1 18-9 30
2. ჰერტა 13 9 2 2 22-9 29
3. დუისბურგი 12 8 1 3 23-10 25
4. აუგსბურგი 13 7 2 4 24-13 23
5. ფიურტი 13 7 2 4 20-12 23
6. კოტბუსი 12 7 2 3 23-17 23
7. ფრანკფურტი 13 7 1 5 17-14 22
8. მიუნხენ 1860 13 6 5 2 20-14 21
9. ალემანია 13 4 5 4 19-19 17
10. ობერჰაუზენი 13 5 2 6 13-18 17
11. პადერბორნი 13 5 1 7 13-17 16
12. ბოხუმი 13 5 1 7 14-20 16
13. უნიონი 13 4 3 6 15-19 15
14. ოსნაბრიუკი 13 4 2 7 19-22 14
15. ფორტუნა 13 4 0 9 10-18 12
16. კარლსრუე 13 2 4 7 16-30 10
17. ინგოლშტადტი 13 2 1 10 15-24 7
18. არმინია 13 2 1 10 10-26 7
* მიუნხენ 1860-ს დაკლებული აქვს ორი ქულა
ბომბარდირები: პეტერსენი (კოტბუსი) - 9, ლაუტი (მიუნხენ 1860), მიოლდერსი (ფრანკფურტი) – 7.
III ბუნდესლიგა
შტუტგარტი II-ბრაუნშვაიგი 0:0, ალენი-აალენი 4:2, რეგენსბურგი-ერფურტი 0:0, ბაიერნი II-კობლენცი 1:1, ზანდჰაუზენი-ვერდერი II 5:1, ზაარბრიუკენი-უნტერჰახინგი 2:3, დრეზდენი-ბაბელსბერგი 0:1, ჰაიდენჰაიმი-ბურგჰაუზენი 4:1, კარლ ცაისი-ოფენბახი 1:0, ვეენი-ჰანზა 1:2.