არიენ რობენი: ხოსეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ პრობლემა არ შემქმნია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა აღნიშნა, რომ გუნდში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ხოსეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ თამაშში ისეთი ცვლილებები, რომელიც მას გარკვეულ სირთულეებს შეუქმნიდა, არ მომხდარა.

"მე პირადად "ბაიერნში" გვარდიოლას მოსვლის შემდეგ პრობლემები არ შემქმნია. რა თქმა უნდა, მან გუნდის თამაშს თავისი ხელწერა დაატყო, მაგრამ გლობალური ცვლილებები არ მომხდარა.

თავად კიდევ 2-3 წელი ვაპირებ მაღალ დონეზე თამაშს. უკვე ვთქვი, რომ "ბაიერნიდან" წასვლას უახლოეს მომავალში არ ვაპირებ. ასევე არ ვფიქრობ, რომ საკუთარ თამაშში რაიმე უნდა შევცვალო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისწრაფეს დავკარგავ",
- თქვა
რობენმა.

ჰოლანდიელმა ახალ სეზონში "ბაიერნის" წარმატებულ სტარტზეც ილაპარაკა. მიუნხენელებმა 10 ტურში 26 ქულა მოაგროვეს და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ.

"აქამდე გუნდში საკმაოდ ბევრი ტრავმირებული გვყავს და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ სეზონი ასე მძლავრად დავიწყეთ. და რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნებოდა, თითოეულ ფეხბურთელს, მათ შორის, მოედანზე გამოსულ სათადარიგოებს, თავისი წვლილი რომ არ შეეტენათ საერთო წარმატებაში", - აქვეყნებს 29 წლის ფეხბურთელის ნათქვამს Goal.com-ი.

ასევე იხილეთ:
არიენ რობენი: პენალტის პრობლემა მოგვარებულია
ფრანკ რიბერი: არიენ რობენი გვარდიოლაზე ისევ გაბრაზებულია
ხოსეპ გვარდიოლამ არიენ რობენი 80 ათასი ფანის თვალწინ დაამცირა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული