იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრებში ვაიდენფელერი გამოიძახა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა იტალიისა და ინგლისის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა გააცხადა.

"ამჟამად ნაკრების ნომერ პირველი მეკარე მანუელ ნოიერია. ვაიდენფელერს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ის ძალიან კარგად თამაშობს "დორტმუნდში" ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. მოუთმენლად ველით მას ნაკრების რიგებში და ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ"
, - განაცხადა ლიოვმა.

გერმანიის ნაკრების განაცხადი კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ადლერი (ჰამბურგი), ნოიერი (ბაიერნი), ვაიდენფელერი (დორტმუნდი)
მცველები: ბოატენგი (ბაიერნი), ჰევედესი (შალკე), ჰუმელსი (დორტმუნდი), იანსენი (ჰამბურგი), ლამი (ბაიერნი), მერტეზაკერი (არსენალი), შმელცერი (დორტმუნდი), ვესტერმანი (ჰამბურგი),
ნახევარმცველები: ლ.
ბენდერი (ლევერკუზენი), ს. ბენდერი (დორტმუნდი), დრაქსლერი (შალკე), გიოტცე (ბაიერნი), ჰედირა (რეალი), კროოსი (ბაიერნი), მიულერი (ბაიერნი), იოზილი (არსენალი), როისი (დორტმუნდი), სემი (ლევერკუზენი), შიურლე (ჩელსი)
თავდამსხმელები: კლოზე (ლაციო), კრუზე (გლადბახი)

15 ნოემბერს გერმანიის ნაკრები მილნაში იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო 19 ნოემბერს ლონდონში ინგლისს შეხვდება.

მომზადებულია kicker-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული