"ჩვენი პირველი ნომერი ნოიერია და ისიც ვიცით, რომ ადლერის, ცილერისა და ტერ შტეგენის სახით ასევე შესანიშნავი მეკარეები გვყავს. რომან ვაიდენფელერს დიდი ხანია ვაკვირდებით და ვფიქრობ, მან ეს შანსი დაიმსახურა, რადგან ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში უმაღლეს დონეზე თამაშობს," - უთხრა ლიოვმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
თუ ლიოვი
საინტერესოა ისიც, რომ გერმანიის ნაკრებს გამოჯანმრთელებული მიროსლავ კლოზე უბრუნდება, თავად ლიოვისთვის კი, იტალიასთან მატჩი გერმანიის ნაკრების თავკაცის რანგში საიუბილეო, რიგით მე-100 იქნება.
მეკარეები: რენე ადლერი (ჰამბურგი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდი).
მცველები: ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), მარსელ იანსენი (ჰამბურგი), ფილიპ ლამი (ბაიერნი), პერ მერტეზაკერი (არსენალი), მარსელ შმელცერი (დორტმუნდი), ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი).
ნახევარმცველები: სიდნი სემი, ლარს ბენდერი (ორივე ლევერკუზენი), სვენ ბენდერი, მარკო როისი (ორივე დორტმუნდი), იულიან დრაქსლერი (შალკე), ტონი კროოსი, თომას მიულერი, მარიო გიოტცე (სამივე ბაიერნი), სამი ხედირა, (რეალი), მესუთ იოზილი (არსენალი), ანდრე შიურლე (ჩელსი).
თავდამსხმელები: მიროსლავ კლოზე (ლაციო), მაქს კრუზე (გლადბახი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"სამი ხედირა (ორივე რეალი)" : დდ