რომან ვაიდენფელერის ახდენილი ოცნება

AutoSharing Option
საფეხბურთო გერმანია ორ უაღრესად საინტერესო ამხანაგურ მატჩს მოუთმენლად ელის: ბუნდესგუნდი ჯერ პარასკევს იტალიის ნაკრებს სტუმრობს (მილანში), ოთხი დღის შემდეგ კი - ინგლისს (უემბლიზე). ალბათ, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ამ შეხვედრებს განსაკუთრებით დორტმუნდის "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერი ელოდება, რომელიც ბუნდესგუნდში 33 წლის ასაკში პირველად გამოიძახეს და დებიუტის მოლოდინშია.

"დღეს ბავშვობის ოცნება ამიხდა და ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, რომ ნაკრებში გატარებული პირველი დღეებით, უბრალოდ, ვისიამოვნო," - აღნიშნა ვაიდენფელერმა თავის პირველ პრესკონფერენციაზე გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის რანგში. თუმცა შედგება თუ არა ამ დღეებში
მისი ნანატრი დებიუტი, ამ კითხვაზე პასუხი ჯერაც გაუცემელია.

"ჯერ იტალიის ნაკრებთან ვთამაშობ და ახლა მხოლოდ ამ მატჩზე ვფიქრობთ. უკვე ვიცით, რომ იტალიასთან ჩვენი მეკარე მანუელ ნოიერი იქნება. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ," - ეს გერმანიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელის, ანდრეას კიოპკეს სიტყვებია, რომელიც ვაიდენფელერს უიმედოდ არ ტოვებს:

"ისე, ჩვენ სწორედ ახლა გვაქვს იმის დრო და საშუალება, რომ კიდევ რაღაც ვცადოთ. რომანი დიდი ხანია უმაღლეს დონეზე თამაშობს და ძალიან გვინდა, რომ ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენისა და შესაძლებლობების დამტკიცების შანსი მივცეთ. მან ბუნდესგუნდში გამოძახება ასი პროცენტით დაიმსახურა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიოვის რომანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული