"შალკე" საკუთარ "ფელტინს არენა აუფ შალკეზე" "ჰოფენჰაიმთან" 1:3 დამარცხდა. მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, დორტმუნდის "ბორუსიამ" III ბუნდესლიგელი "ზაარბრიუკენის" ბარიერი იოლად გადალახა. მეოთხედფინალში გავიდნენ "ჰამბურგი" და II-ბუნდესლიგელი "კაიზერსლაუტერნიც".
"ჰოფენჰაიმთან" გერმანიის თასის 1/8-ფინალური მატჩის წინ "შალკეს" ახალგაზრდა ვარსკვლავმა იულიან დრაქსლერმა თქვა, ეს კვირა ჩვენთვის მთელი სეზონის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა იქნებაო - კვირა, რომელიც "შალკესთვის" ძალიან ცუდად დაიწყო.
იენს კელერის გუნდმა "სოფლელებთან" ძალიან ცუდი ფეხბურთი აჩვენა, რითაც ამ სპეციალისტის შესაძლებლობები კიდევ ერთხელ, ვინ მოთვლის, მერამდენედ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. "შალკე" ახლა (შაბათს) "გლადბახს" უნდა შეხვდეს, რის შემდეგაც (11 დეკემბერს) "ბაზელთან" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის. ამ მატჩში გადაწყდება, გადიან თუ არა გელზენკირხენელები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.
"შალკემ" განსაკუთრებით ცუდად პირველ ტაიმში ითამაშა, რომელიც 0:3 წააგო და მატჩის შემდეგ კელერი ამიტომაც უხდიდა ფანებს ბოდიშებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის - გულშემატკივრები უკვე იენსის გაშვებას ითხოვენ და კელერიც, ფაქტობრივად, დენთის კასრზე ზის. საკმარისია, "შალკემ" "გლადბახთან" წააგოს და მერე ჩემპიონთა ლიგიდანაც გავარდეს, რომ გუნდს, ფაქტობრივად, ყველა მიზანი ჩაუფლავდება.
"დორტმუნდმა" მეოთხედფინალში შეისეირნა
დორტმუნდის "ბორუსიას" საკადრო პრობლემებმა ვერაფერი დააკლო - იურგენ კლოპის ბიჭებმა ზაარბრიუკენში სერიოზულად გადახალისებული შემადგენლობითაც საკმაოდ მარტივად, 2:0 გაიმარჯვეს და ბერლინის (გერმანიის თასის ფინალის ტრადიციული ადგილი) მიმართულებით სწორ გზას ადგანან.
ნური შაჰინმა, მარკო როისმა, მატს ჰუმელსმა, ნევენ სუბოტიჩმა, მარსელ შმელცერმა და ილქაი გიუნდოგანმა "ბორუსიას" თამაშს სახლში, ტელევიზორში უყურეს, ზაარბრიუკენში კი მოედანზე სხვებთან ერთად ლანგერაკი, კირხი, დურმი, იონას ჰოფმანი, დუკში და შიბერი გავიდნენ. კლოპის გუნდმა სწორედ შიბერისა და ჰოფმანის გოლებით მოიგო.
"ჰამბურგმა" მეორებუნდესლიგელ "კიოლნთან" ვერ იფრინა, მაგრამ პროგრამა-მინიმუმი ხუთიანზე შეასრულა, ბაისტერისა და ილიჩევიჩის გოლებით 2:1 მოიგო და მეოთხედფინალს მიაშურა, სადაც ასევე ითამაშებს მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელი და ელიტაში გადასვლისთვის მებრძოლი "კაიზერსლაუტერნი", რომელმაც თანალიგელი ბერლინის "უნიონი" სტუმრად 3:0 გაანადგურა.
1/8-ფინალი
ზაარბრიუკენი-დორტმუნდი 0:2
გოლები: 0:1 შიბერი (19), 0:2 ი. ჰოფმანი (48)
ზაარბრიუკენი (4-2-3-1): ტ. ოხსი - ფალკენბერგი, ფიშერი, კნიპინგი, მარკი - ფორკელი (79. კრუზე), რ. კორტე - პლუტი, დევილი (63. ჰუმბერტი), ფ. ჰოფმანი - ციმერი (46. რათგებერი).
დორტმუნდი (4-2-3-1): ლანგერაკი - გროსკროიტცი (66. პიშჩეკი), მ. ფრიდრიხი, სოკრატისი, დურმი - კირხი, კელი - ი. ჰოფმანი, მხითარიანი (75. დუკში), ობამეიანგი (66. ბლაშჩიკოვსკი) - შიბერი.
გაფრთხილება: რ. კორტე, კნიპინგი
მაყურებელი: 30 931
შალკე-ჰოფენჰაიმი 1:3
გოლები: 0:1 ჰერდლინგი (21), 0:2 ფოლანდი (32), 0:3 რობერტო ფირმინო (35), 1:3 ფარფანი (67)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - უჩიდა (46. ჰუგლანდი), ჰიოვედესი, მატიპი (81. ობასი), ფუხსი - ნოიშტედტერი (46. მ. მაიერი), ჯონსი - ფარფანი, კ. ბოატენგი, დრაქსლერი - სალაი.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): გრალი - ბეკი, ვესტერგაარდი, ზიულე, ტოლიანი - რუდი, პოლანსკი - ფოლანდი (72. შტრობლი), რობერტო ფირმინო, ჰერდლინგი (93. ელიუნუსი) - შიპლოკი (60. მოდესტე).
გაფრთხილება: უჩიდა, ჰიოვედესი, სალაი, დრაქსლერი - ფოლანდი, შიპლოკი, ჰერდლინგი
მაყურებელი:L51 078
ჰამბურგი-კიოლნი 2:1
გოლები: 1:0 ბაისტერი (42), 1:1 მატუშიკი (54), 2:1 ილიჩევიჩი (85)
ჰამბურგი (4-4-1-1): ადლერი - მანსიენი, თაა, ჯურუ, იანსენი - ბაისტერი (91. ზუა), რინკონი, ბადელი, ჩალჰანოღლუ - არსლანი (75. ილიჩევიჩი) - ლასოგა.
კიოლნი (4-1-4-1): ჰორნი - ბრეჩკო, მარო, ვიმერი, ექტორი - მ. ლემანი - რისსე (67. დ. ჰალფარი), მატუშიკი, გერჰარდტი (87. უჯა), პეშკო - ჰელმესი.
გაფრთხილება: რინკონი - ჰელმესი, მარო, ვიმერი
მაყურებელი: 57 000
უნიონი-კაიზერსლაუტერნი 0:3
გოლები: 0:1 ორბანი (18), 0:2 ცოლერი (45+1), 0:3 გაუსი (83)
უნიონი (4-2-2-1-1): ჰაასი - პფერტცელი, ეგიმანი, შიონჰაიმი (27. პუნცეცი), კოლმანი - იოზბეკი (54. ტეროდე), კრაილახი - დაუში (74. კუირინგი), პარენსენი - მატუშკა - ნემეცი.
კაიზერსლაუტერნი (4-2-2-2): ზიპელი - დიკი, შიმუნეკი, ტორეხონი (75. ჰაინტცი), ლიოვე - ალუში, ორბანი - მატმური, ფორტუნისი (67. გაუსი) - ოუშენი (81. იდრისუ), ცოლერი.
გაფრთხილება: პოუნცეცი, ტეროდე, მატუშკა, კრაილახი, პფერტცელი - ფორტუნის
მაყურებელი: 21 717
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"