21-ე წუთზე ფრანკ რიბერიმ მარცხენა კუთხიდან დაარტყა და ლუკიმია-მულონტოგიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 6 წუთში დანიელ ვან ბუიტენმა თავურით გაიტანა, 38-ე წუთზე კი რიბერიმ თავისი გოლი მაინც გაიტანა.
მეორე ტაიმში "ბაიერნმა" 4, ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაიტანა. თავი გამოიჩინეს: მარიო მანჯუკიჩმა, თომას მიულერმა, რიბერიმ და მარიო გიოტცემ.
მიუნხენის "ბაიერნი" 41 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "მადლობა ჩემ შეგირდებს, მათ ძალიან კარგი ფეხბურთი