მე-18 წუთზე სტუმრები ჰეუნ-მინ სონმა კასტროს პასით დააწინაურა.
63-ე წუთზე ისედაც ტრავმებით გატანჯულმა იურგენ კლოპმა კიდევ ერთი მოწინავე ფეხბურთელი დაკარგა - სტუმრებმა ტრავმა მიაყენეს სვენ ბენდერს, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
მე-80 წუთზე ჰენრიხ მხითარიანთან უხეშობისთვის მსაჯმა სტუმარი ემირ სპაჰიჩი გააძევა. ბოლო წუთზე "დოტრმუნდის" ბერძენი მცველი სოკრატისიც გააძევეს.
ამ მოგების შემდეგ "ლევერკუზენი" 37 ქულით მეორეა და უკვე 6 ქულით უსწრებს "დორტმუნდს".