"დორტმუნდი" დამარცხდა და ბენდერი და შაჰინიც დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის მე-15 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ვესტფალენშტადიონზე" გაიმართა, სადაც "დორტმუნდმა" "ლევერკუზენს" უმასპინძლა და სენსაციურად დამარცხდა 0:1

მე-18 წუთზე სტუმრები ჰეუნ-მინ სონმა კასტროს პასით დააწინაურა.

63-ე წუთზე ისედაც ტრავმებით გატანჯულმა იურგენ კლოპმა კიდევ ერთი მოწინავე ფეხბურთელი დაკარგა - სტუმრებმა ტრავმა მიაყენეს სვენ ბენდერს, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

მე-80 წუთზე ჰენრიხ მხითარიანთან უხეშობისთვის მსაჯმა სტუმარი ემირ სპაჰიჩი გააძევა. ბოლო წუთზე "დოტრმუნდის" ბერძენი მცველი სოკრატისიც გააძევეს.

ამ მოგების შემდეგ "ლევერკუზენი" 37 ქულით მეორეა და უკვე 6 ქულით უსწრებს "დორტმუნდს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
როცა მეორე და მესამეადგილოსნები ერთმანეთს ხვდებიან, რატოა ერთ-ერთის დამარცხება სენსაცია?
Giorgipirweli
11:26 08-12-2013
0
არ ჰქვია ვესტფალენშტადიონი :D
dato
05:05 09-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული