ლოგიკურია იმიტომ, რომ რეკორდმაისტერი ქვას ქვაზე არ ტოვებს, ყველას უშანსოდ ანადგურებს და მომდევნო მეტოქეები უკვე იმაზე ოცნებობენ, რომ მიუნხენურ გრანდთან სარეკორდო ანგარიშით არ დამარცხდნენ. მაგალითი გნებავთ? კვირას "ჰამბურგის" სპორტულმა დირექტორმა ოლივერ კროიცერმა თქვა, მეშინია, "ბაიერნთან" 0:12 არ წავაგოთო. რეკორდმაისტერი მომდევნო ტურში სწორედ "ჰამბურგს" ხვდება.
მანამდე კი იყო 7:0 ბრემენში. "ბაიერნი" "ვერდერს" მთელი 90 წუთის მანძილზე კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა და
არადა, "ვერდერი" არ არის იმდენად სუსტი გუნდი, რომ ასე მარტივად შერცხვეს - ეს, უბრალოდ, შიშია. "ბაიერნის" ყველას ძალიან ეშინია და შიში კი, მოგეხსენებათ, ოხერი რამ არის - როცა გეშინია, განწირულიც ხარ იმისთვის, რაც "ვერდერს" შაბათს საკუთარი ფანების თვალწინ დაემართა.
გაჩნდა მოსაზრება და მოლოდინი იმისა, რომ ბავარიელები ერთ შეხვედრაში ათზე მეტ გოლსაც მალე გაიტანენ. "ბაიერნს" ბუნდესლიგის ისტორიაში ერთ მატჩში 10-ზე მეტი გოლი მხოლოდ ერთხელ აქვს გატანილი - 1971 წელს, როცა ბავარიელებმა "დორტმუნდი" 11:1 "დაარბიეს". სხვათა შორის, მაშინ გოლების ავტორთა შორის იყვნენ გერდ მიულერი, ული ჰიონესი და ფრანც ბეკენბაუერი.
დღევანდელი გმირები კი მიუნხენურ გრანდში რიბერი, მიულერი, ლამი და სხვები არიან, რომლებსაც ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით, რეკორდის დამყარება მომდევნო ტურში შეეძლებათ, როცა "ბაიერნს" "ჰამბურგი" ესტუმრება - კლუბი, რომელიც წინა სეზონში მიუნხენში 2:9 განადგურდა. ამ ტურში კი "ჰამბურგი" საკუთარ მოედანზე "აუგსბურგთან" დამარცხდა (0:1) და რა გასაკვირია, რომ კროიცერი ძალიან შეშინებულია.
"გუნდი, უბრალოდ, შესანიშნავ ფორმაშია!" - აღნიშნა შაბათს "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და რატომაც არ უნდა იფიქრონ მიუნხენელებმა მორიგ რეკორდზე? ცნობისათვის, ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობა 1978 წელს დაფიქსირდა და ის "ბაიერნს" არ ეკუთვნის - მაშინ "გლადბახმა" "დორტმუნდი" 12:0 გაანადგურა. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს სამუდამო რეკორდი იქნებოდა, მაგრამ ამ "ბაიერნს" რომ ვუყურებთ, სამუდამო არცერთი რეკორდი აღარ გვეჩვენება.
"დორტმუნდს" შეუძლია, ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთოს
დორტმუნდის "ბორუსიამ" ბუნდესლიგაზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნია და მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული? ფაქტია, რომ იურგენ კლოპის გუნდმა "ლევერკუზენთან" ამ სეზონში ყველაზე ცუდი ფეხბურთი ითამაშა, 0:1 დამარცხდა და თუ ჯერ კიდევ არ ჩაუქნევიათ ხელი, დორტმუნდელები ახლა მაინც უნდა დანებდნენ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას და შეუძლიათ, სრულად ჩემპიონთა ლიგაზე იყვნენ კონცენტრირებულები, სადაც ბოლო ტურში გადამწყვეტი მატჩი ელით.
ჩემპიონობა იქით იყოს და "ბორუსიას" მეორე ადგილის დაკავებაც გაუჭირდება, რადგან ამ მარცხის შემდეგ "დორტმუნდი" "ლევერკუზენს" უკვე 6 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, კლოპს ახალი საკადრო პრობლემები დაემატა (!): "ლევერკუზენთან" სვენ ბენდერი და ნური შაჰინიც დაშავდნენ. შესაბამისად, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კლოპს მალე თვითონ მოუწევს მოედანზე გასვლა...
"ლევერკუზენის" გმირი კი ჰეონ-მინ სონი გახდა. აღსანიშნავია, რომ კორეელი წინა სეზონშიც "ბორუსიას" დამაქცევარი იყო - "ჰამბურგის" ფორმით ორი მატჩის ჯამში "დორტმუნდს" 4 გოლი გაუტანა. ახლა კი, "ლევერკუზენის" ფორმით შეძლო რომან ვაიდენფელერის დამწუხრება და მისი გოლი ამ ტურის ტოპ-მატჩში ერთადერთი გამოდგა.
აღსანიშნავია, რომ სონმა გოლი მანუელ ფრიდრიხის კატასტროფული შეცდომის შემდეგ შეაგდო და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "დორტმუნდში" სამადლოდ აყვანილი ვეტერანი მცველი 2007-დან 2013 წლამდე სწორედ "ლევერკუზენის" ღირსებას იცავდა.
ლევერკუზენელები დორტმუნდელთა წინახაზელებს ძალიან ხშირად ზედმეტად ეუხეშებოდნენ. სწორედ ამის შედეგი იყო სპაჰიჩის გაძევება ლევანდოვსკისთან არასპორტული საქციელის შემდეგ. თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში "დორტმუნდის" მცველი სოკრატისიც გააძევეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ტურში კლოპმა დაცვის ცენტრში რომელიმე გამოუცდელი ბავშვი უნდა ათამაშოს.
თუმცა მანამდე "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგაში "მარსელთან", "ველოდრომზე" ურთულესი და გადამწყვეტი მატჩი ელის. კლოპის შეგირდებს საფრანგეთიდან სამი ქულის წამოღება სჭირდებათ, რაც, თუ კლოპის საკადრო პრობლემებს გავითვალისწინებთ, ადვილი ნამდვილად არ იქნება. დაცვაში იმპროვიზირება კლოპს "მარსელთანაც" მოუწევს, რადგან სუბოტიჩი და ჰუმელსი ტრავმირებულები არიან, ფრიდრიხს კი ლიგაში თამაში არ შეუძლია. "ნაპოლისთან" კლოპმა ცენტრალურ მცველად სვენ ბენდერი ათამაშა, ახლა კი ეს უკანასკნელიც ტრავმირებულია...
"გლადბახი" "შალკეს" გაექცა
სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია "გლადბახის" გამარჯვება "შალკესთან" (2:1), რომლის მეშვეობითაც მიონხენგლადბახელები დორტმუნდელ სეხნიას წამოეწივნენ და გარდა ამისა, მეოთხე ადგილზე მყარად გამაგრდნენ. "შალკე" "გლადბახს" ამ მარცხის შემდეგ უკვე 7 ქულით ჩამორჩება და გამორიცხული არაა, რომ გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელებმა იენს კელერი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვონ.
ფაქტი ის არის, რომ "შალკეს" ბოსები მწვრთნელის შეცვლას აღარ გამორიცხავენ და როგორც ჩანს, კელერის შემცვლელს უკვე ეძებენ კიდეც. მენეჯერ ჰორსტ ჰელდტის თქმით, ახლა გუნდისთვის ყველაზე მთავარი "ბაზელთან" უმნიშვნელოვანესი ჯახია, რომელმაც უნდა გაარკვიოს, გადის თუ არა "შალკე" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. მწვრთნელის საკითხზე კი გელზენკირხენში სერიოზულად ზამთრის არდადეგებზე დაფიქრდებიან.
გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტური
ნიურნბერგი-მაინცი 1:1
გოლები: 1:0 ნილსონი (5), 1:1 ოკაზაკი (75)
ნიურნბერგი (4-1-2-2-1): რ. შეფერი - ჩენდლერი (61. ფოილნერი), ნილსონი, პოგატეცი, პლატენჰარტდი - ფრანტცი (69. მაკი) - ჰასებე, კიოტაკე - დრმიჩი, ჰლუშეკი - გინჩეკი (78. პეკჰარტი).
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - პოსპეხი, ბელი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - გაისი, პარკი - პოლტერი (29. ჩუპო-მოტინგი), ზიმლინგი (60. ზალერი), ნ. მიულერი - ოკაზაკი (78. შლიშკოვიჩი).
გაფრთხილება: ფრანტცი - პარკი, ზალერი
გაძევება: შლიშკოვიჩი (92. მაინცი)
კუთხური: 14-3; ჯარიმა: 6-11; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 16(5)-12(4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 31 084
გლადბახი-შალკე 2:1
გოლები: 0:1 ფარფანი (17-პენ), 1:1 რაფაელი (24), 2:1 მ. კრუზე (45+1-პენ)
გლადბახი (4-2-3-1): ტერ შტეგენი - კორბი, იანჩკე, შტრანცლი, ვენდტი - კრამერი, ჯაკა - ჰერმანი (90. ნორდტვეიტი), რაფაელი (88. ბრუვერსი), არანგო - მ. კრუზე (83. ლ. დე იონგი).
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - უჩიდა, ჰიოვედესი, ფელიპე სანტანა, კოლასინაცი (81. ფუხსი) - მატიპი, ნოიშტედტერი (84. სალაი) - ფარფანი, მ. მაიერი, დრაქსლერი (89. კლემენსი) - კ. ბოატენგი.
გაფრთხილება: კორბი - უჩიდა, მ. მაიერი, ნოიშტედტერი
გაძევება: ჰიოვედესი (44. შალკე)
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 19(8)-9(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 54 010
შტუტგარტი-ჰანოვერი 4:2
გოლები: 1:0 ჰარნიკი (13), 1:1 ა. ზობიეხი (28), 1:2 სანე (31), 2:2 იბიშევიჩი (33), 3:2 ტრაორე (51), 4:2 რაუში (83)
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - გ. საკაი, შვააბი, რიუდიგერი, რაუში - ხედირა (79. კვისტი), ლაიტნერი - ჰარნიკი, ტრაორე (88. სარარერი) - იბიშევიჩი (90. აბდელაუ), ტი. ვერნერი.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო, სანე, პოკონიოლი (61. პანდერი) - ანდრეასენი, ჰოფმანი (67. შლაუდრაფი) - შმიდებახი (72. ბიტენკური), ჰუსტი - ა. ზობიეხი, მ. დიუფი.
გაფრთხილება: რიუდიგერი - მ. დიუფი, შლაუდრაფი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 13(8)-14(4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 47 630
ვერდერი-ბაიერნი 0:7
გოლები: 0:1 ლუკიმია (21-საკ. კარში), 0:2 ვან ბუიტენი (27), 0:3 რიბერი (38), 0:4 მანჯუკიჩი (60), 0:5 თ. მიულერი (68), 0:6 რიბერი (82), 0:7 გიოტცე (90)
ვერდერი (4-4-2): ვოლფი - ფრიტცი, ლუკიმია, კალდიროლა, გარსია - ელია, გებრე სელასიე, ჰანტი (69. იოზ. ილდირიმი), მაკიადი (61. ბარგფრედე) - პეტერსენი, დი სანტო (61. ექიჩი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, ჟ. ბოატენგი (61. დანტე), ალაბა - ტიაგო ალკანტარა (76. პისარო), ტ. კროოსი (69. კირხჰოფი) - თ. მიულერი, გიოტცე, რიბერი - მანჯუკიჩი.
გაფრთხილება: კალდიროლა, მაკიადი, დი სანტო, ლუკიმია - ჟ. ბოატენგი, ვან ბუიტენი
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 6(2)-17(10); ბურთის ფლობა: 26%-74%.
მაყურებელი: 42 100
ჰამბურგი-აუგსბურგი 0:1
გოლი: 0:1 ბობადილია (18)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - მანსიენი, თაა, ჯურუ, იანსენი - რინკონი (60. ილიჩევიჩი), ბადელი - ბაისტერი (79. რუდნევსი), არსლანი, ჩალჰანოღლუ - ლასოგა.
აუგსბურგი (4-1-4-1): ჰიტცი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, ფოგტი, ჰალილ ალთინთოფი (76. ჰოლცჰოიზერი), ტო. ვერნერი (90. მ. დე იონგი) - ბობადილია (86. მიოლდერსი).
გაფრთხილება: ბაისტერი, არსლანი - ტო. ვერნერი
კუთხური: 7-11; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 8(5)-16(6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 46 213
აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 1:2
გოლები: 0:1 სიპლოკი (46), 1:1 ხოსელუ (48), 1:2 რობერტო ფირმინო (51)
აინტრახტი (4-1-4-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - შვეგლერი - კადლეცი (88. შრიოკი), როდე (85. ლაკიჩი), ფლუმი, ინუი (67. როზენტალი) - ხოსელუ.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): გრალი - ბეკი, ზიულე, ვესტერგაარდი, ტოლიანი - რუდი, პოლანსკი - ფოლანდი (79. სალიჰოვიჩი), რობერტო ფირმინო, ჰერდლინგი (73. ფ. ჯონსონი) - შიპლოკი (69. მოდესტე).
გაფრთხილება: ფლუმი, შვეგლერი, ხოსელუ, როდე, ანდერსონი - ფოლანდი, რობერტო ფირმინო
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 21-27; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13(7)-11(4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 41 300
დორტმუნდი-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 სონი (18)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, მ. ფრიდრიხი, სოკრატისი, დურმი - ს. ბენდერი (63. როისი), ნ. შაჰინი (82. პიშჩეკი) - ბლაშჩიკოვსკი (67. ი. ჰოფმანი), მხითარიანი, ობამეიანგი - ლევანდოვსკი.
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - დონატი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ჩანი - როლფესი - ლ. ბენდერი, კასტრო (89. კორი) - ჰეგელერი (78. კრუსი), სონი (82. ვოლშაიდი) - კისლინგი.
გაფრთხილება: ჰეგელერი, ჩანი, კასტრო, ვოლშაიდი
გაძევება: სოკრატისი (92. დორტმუნდი) - სპაჰიჩი (80. ლევერკუზენი)
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 18-25; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13(5)-7(4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 80 645
ფრაიბურგი-ვოლფსბურგი 0:3
გოლები: 0:1 არნოლდი (8), 0:2 ოლიჩი (11), 0:3 მ. შეფერი (91)
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ზორგი, ჰიონი, დიანიე (21. კრმასი), კ. გიუნტერი - გინტერი, ჰიოფლერი - ფერნანდესი (73. ჰანკე), კოკელინი (49. კერკი) - დარიდა, მეჰმედი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ოხსი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - ლუის გუსტავო (74. კლოზე), მედოიევიჩი - დ. კალიჯური, არნოლდი (86. ევსეევი), პერიშიჩი - ოლიჩი (85. მ. შეფერი).
გაფრთხილება: ოხსი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 13(2)-17(7); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 22 000
ბრაუნშვაიგი-ჰერტა 0:2
გოლები: 0:1 რამოსი (20), 0:2 ჩიგერჩი (80)
ბრაუნშვაიგი (4-1-4-1): დავარი - ელაბდელაუი, ბიჩაქჩიჩი (46. კორეია), დოგანი (88. პფიტცნერი), პერთელი - თოიერკაუფი - ბელარაბი, კრატცი (68. კუმბელა), ბოლანდი, იორლი - ადემი.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - მ. ნდიენგი, ლუსტენბერგერი, ბრუკსი, ვან დერ ბერგი - ჩიგერჩი, ჰოსოგაი (88. ნიმაიერი) - სკიელბრედი, რონი (90. მუხტარი), ნ. შულცი (75. ვაგნერი) - რამოსი.
გაფრთხილება: იორლი, ბელარაბი - ჰოსოგაი, მ. ნდიენგი, ნ. შულცი, ვან დერ ბერგი
გაძევება: პერთელი (81. ბრაუნშვაიგი)
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 18-22; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 13(2)-16(6); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 23 100
ბომბარდირები:
11 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 9 - ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 8 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), მაქს კრუზე (გლადბახი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), რაფაელი (გლადბახი), ადრიან რამოსი (ჰერტა), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი).
მომდევნო ტური
13 დეკემბერი.
ჰერტა-ვერდერი
14 დეკემბერი.
ბაიერნი-ჰამბურგი, ჰანოვერი-ნიურნბერგი, ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი, მაინცი-გლადბახი, აუგსბურგი-ბრაუნშვაიგი, ვოლფსბურგი-შტუტგარტი.
15 დეკემბერი.
შალკე-ფრაიბურგი, ლევერკუზენი-აინტრახტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"