ამ ადგილს კი "გლადბახი" უმიზნებს, რომელმაც ზედიზედ ექვსი თამაში მოიგო.
მე-16 ტურის წინ ორივე "ბორუსიას" 31 ქულა აქვს, ხოლო ამ ტურში დორტმუნდელები "ჰოფენჰაიმს" სტუმრობენ, მიონხენგლადბახელები კი - "მაინცს".
თავად "ბაიერნი" "ჰამბურგს" მასპინძლობს და წესით, სამი ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეს, რადგან ჩრდილოგერმანული კლუბიც კრიზისშია. მეორეადგილოსანი "ლევერკუზენი" კი კვირას ასევე დამძიმებულ ფრანკფურტის "აინტრახტს"
"ბაიერნისა" და "ჰამბურგის" დაპირისპირება ისტორიულად ბუნდესლიგის ერთ-ერთი კლასიკაა. იყო დრო, როცა "ჰამბურგი" ევროპის მასშტაბით "ეთამაშებოდა ვარსკვლავებს" და ესეც რომ არ იყოს, ერთადერთი კლუბია, რომელიც პირველი ბუნდესლიგიდან არასდროს გავარდნილა.
დღეს კი ამ გუნდებს შორის უდიდესი განსხვავებაა - "ბაიერნი" სუპერგრანდია, "ჰამბურგი" კი საშუალო დონემდეც ძლივს ქაჩავს.
შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რაც წინა ტურის შემდეგ "ჰამბურგის" სპორტულმა დირექტორმა ოლივერ კროიცერმა "აუგსბურგთან" წაგების (0:1) შემდეგ თქვა - მეშინია, "ბაიერნმა" 12 გოლი არ გაგვიტანოსო.
აღსანიშნავია, რომ "ჰამბურგს" "ალიანს არენაზე" ძირითადი მეკარე რენე ადლერი დააკლდება - ეს უკანასკნელი ტრავმირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნთან" "ჰამბურგის" კარს სათადარიგო გოლკიპერი, იაროსლავ დრობნი დაიცავს.
დისკვალიფიკაციის გამო "ბაიერნს" ჟერომ ბოატენგი აკლია, "ჰამბურგს" კი - მაქსიმილიან ბაისერი.
ბავარიელებმა სამშაბათს ამ სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი წააგეს (2:3 "სიტისთან"), მაგრამ ამ წაგებაზე გასაგები მიზეზების გამო არ უდარდიათ. ბუნდესლიგაში კი რეკორდმაისტერი ქვას ქვაზე არ ტოვებს და ამიტომაც ალაპარაკდა საფეხბურთო გერმანია იმაზე, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა მოსაწყენი გახდა.
თუმცა "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ამბობს, აქცენტს მოსაწყენობაზე კი არ უნდა ვაკეთებდეთ, არამედ "ბაიერნის" შედეგებს უნდა ვაფასებდეთ და რეკორდმაისტერს უნდა ვაქებდეთო.
გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური
13 დეკემბერი
ჰერტა-ვერდერი 3:2
ამ მატჩში შეცვლაზე ითამაშე ლევან კობიაშვილმა, რომელიც თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო.
14 დეკემბერი.
მიუნხენი."ალიანს არენა". 18:30
ბაიერნი-ჰამბურგი
დისკვალიფიკაცია: ჟ. ბოატენგი - ბაისტერი
ტრავმა: ბადშტუბერი, რობენი, შვაინშტაიგერი - დიკმაიერი, რაიკოვიჩი, ვესტერმანი, დემირბაი
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 96 თამაში: +56=21-19, (209:98)
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი - თ. მიულერი, ტიაგო ალკანტარა, ტ. კროოსი, რიბერი - გიოტცე.
ჰამბურგი (4-4-1-1): ადლერი - მანსიენი, თაა, ჯურუ, იანსენი - ილიჩევიჩი, ბადელი, არსლანი, ჩალჰანოღლუ - ვან დერ ვაარტი - ლასოგა.
ჰანოვერი-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მილერი, ფელიპე, კ. შულცი, დირსენი, ფრანკა, ია კონანი - მარკოს ანტონიო, გებჰარტი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +11=12-11, (53:53)
ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 18:30
დისკვალიფიკაცია: სოკრატისი (დორტმუნდი)
ტრავმა: თესკერი, სასი, ვუკჩევიჩი - ჰუმელსი, შმელცერი, სუბოტიჩი, ს. ბენდერი, გიუნდოგანი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +4=3-3, (13:12)
მაინცი-გლადბახი 18:30
დისკვალიფიკაცია: შლიშკოვიჩი (მაინცი)
ტრავმა: ჰ. მიულერი, ბუნგერტი, კოხი, ბაუმგარტლინგერი, დ. შაჰინი - ალვარო დომინგესი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +5=3-6, (16:18)
აუგსბურგი-ბრაუნშვაიგი 18:30
დისკვალიფიკაცია: პერთელი (ბრაუნშვაიგი)
ტრავმა: მორავეკი, ექინი - ბიჩაქჩიჩი, რაიხელი, მ. კალიჯური, ჰოხშაიდტი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ვოლფსბურგი-შტუტგარტი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პოლაკი, ტრეში, ვიეირინია - ბოკა, დიდავი, გენტნერი, კაკაუ
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +12=5-15, (45:46)
15 დეკემბერი
შალკე-ფრაიბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ჰიოვედესი (შალკე)
ტრავმა: აოგო, ანანი, დრაქსლერი, ჰიოგერი, ჰუნტელაარი - ჰედენსტადი, მუიჯა, კოკელინი, შმიდი, შუსტერი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +12=5-11, (42:40)
ლევერკუზენი-აინტრახტი 20:30
დისკვალიფიკაცია: სპაჰიჩი (ლევერკუზენი)
ტრავმა: ჰილბერტი, რაინარტცი, სემი - ჩელოცი, აიგნერი, ა. მაიერი, შტენდერა
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 56 თამაში: +24=12-50, (94:83)
ბომბარდირები:
11 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 9 - ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 8 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), მაქს კრუზე (გლადბახი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), რაფაელი (გლადბახი), ადრიან რამოსი (ჰერტა), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"