ხოსეპ გვარდიოლა: ახლა მაროკოში წლის ბოლო ტიტულის მოსაგებად მივფრინავთ [VIDEO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის მე-16 ტურში "ჰამბურგი" 3:1 დაამარცხა.

42-ე წუთზე რაფინიამ მარჯვნიდან ჩააწოდა და მარიო მანჯუკიჩმა დასწრებაზე იმარჯვა თავურით.

52-ე წუთზე მარიო გიოტცემ ტექნიკური დარტმით ორი ბურთით დააწინაურა რეკორდმაისტერი.

87-ე წუთზე პიერ მიშელ ლასოგამ ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ბავარიელმა ჯერდან შაჩირიმ იყოჩაღა.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ჩვენ მეორე ტაიმში პრობლემები გვქონდა. ძალიან ხშირად მარტივ სიტუაციებში ვკარგავდით ბურთს. ვფიქრობ, ბიჭები ფიქრით უკვე მარაკეშში იყვნენ, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გველის. შევეცდები, ისინი დავარწმუნო, რომ მისაღწევი კიდევ ბევრია. ახლა მივფრინავთ
მაროკოში წლის უკანასკნელი ტიტულის მოსაპოვებლად".


იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული